ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამართულ კონცერტზე დაუკრავს.
მსოფლიოში აღიარებული 38 წლის ქართველი მუსიკოსი სოლისტის რანგში მიიწვიეს და ის სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დაუკრავს.
ნობელიის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საკონცერტო საღამოს კარინა კანელაკისი უდირიჟორებს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანიაში გამომცემლობა Galiani Berlin-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორია ტილმან შპრეკელსენი. ილუსტრაციებზე კატ მენშიკმა იმუშავა.პროექტის „მოგზაურობა რუსთაველის ნაკვალევზე“ ფარგლებში, გერმანული გამომცემლობის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციამ საქართველოს რეგიონებში შოთა რუსთაველთან დაკავშირებული გეოგრაფიული პუნქტები დაათვალიერა და შეისწავლა, რის შემდეგაც მოპოვებული მასალები გამომცემლისა და ტექსტის ავტორის მიერ დამუშავდა.
ორიგინალ ტექსტზე დაყრდნობით,...
ქართულ-ბერძნული თეატრალური ურთიერთობის ისტორიას ახსოვს ერთი უცნაური დღე:
დიდი ხნის წინ, თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის, სახელმწიფო, აკადემიურ თეატრში გაიმართა სოფოკლეს ტრაგედიის "ოიდიპოს მეფე" მორიგი, მაგრამ უჩვეულო წარმოდგენა, - საქართველოს სტუმრად ეწვია ცნობილი ბერძენი მსახიობი ასპასია პაპატანასიუ... და ქართულ სცენაზე დედოფალ იოკასტას როლი ითამაშა ქართულ სპექტაკლში.
მარჯანიშვილელები ქართულად თამაშობდნენ, ბერძენი სტუმარი კი...
რთდროულად ორი პროფესია აქვს – ეკონომიკური და ვოკალის მიმართულებით. უკვე წლებია ოჯახთან ერთად ბარსელონაში ცხოვრობს და რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა, დღეს უკვე რეალობად აქცია. აპლოდისმენტების ხმა, დიდი სცენა და განათება – მიზანი მიღწეულია. ქართველი მეცოსოპრანო არაერთი გრან-პრის მფლობელია. გზა კონსერვატორიიდან ლა სკალას დიდ სცენამდე – მსოფლიო აღიარება პატარა ასაკში მოიპოვა...
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველია. ახალგაზრდებში სახელწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოსაყალიბებლად და ასამაღლებლად აუცილებელია, მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომლის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა დღევანდელი საქართველო.2017 წლის 26 მაისს მეასე წლის ათვლა დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ საიუბილეო წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ პირველი რესპუბლიკის თემატიკასთან დაკავშირებით სახვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ...
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ფართომასშტაბური ღონისძიებებით აღვნიშნეთ! ვულოცავ სრულიად საქართველოს აშშ-ში ქართველი მუსიკოსების ტრიუმფალურ წარმატებას!
კონცერტები და საზეიმო მიღება გაიმართა 23 მაისს, ვაშინგტონის „მშვიდობის ინსტიტუტში“ (US Institute of Peace) და 24 მაისს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ECOSOC-ის პალატაში. გიორგი მიქაძის პროექტმა „Georgian Overtones“ აშშ-ში საქართველოს...
ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს ამერიკაში, კერძოდ, ჰოლივუდში ელოდებიან.მუსიკოსი 18 ივლისს კონცერტს ლოს ანჯელესში გამართავს. HollywoodBowl-ის ამფითეარტრში, რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს, ხატია ბუნიათიშვილი ლოს ანჯელესის ფილარმონიურ ორკესტრთან და ვენესეულელ დირიჟორთან გუსტავო დუდამელთან ერთად წარსდგება.
HollywoodBowl-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზების შორის აღიარებულია.პროგრამის თანახმად ხატია ბუნიათიშვილი სერგეი რახმანინოვის N3 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.
იხილეთ კონცერთის ნაწყვეტი...
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.
"თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის...
ანიტა რაჭველიშვილმა გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო: German Record Critics’ Award 2018 მიიღო 2018 წლის საუკეთესო აუდიოჩანაწერისთვის. პრესტიჟული ჯილდო 1980 წელს მუსიკალური ჩაწერის სფეროში უმაღლესი მიღწევებისა და ხარისხის ყველაზე მკაცრი სტანდარტების შექმნის მიზნით დაარსდა.
ახალგაზრდა ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო დისკი მსმენელის აღფრთოვანებას იმსახურებს. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მილანის ლა სკალაში მისი „კარმენში“...
19 აპრილს ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია იტალიის ქალაქ ბარიში გაიხსნა. ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას, დიპლომატები, ბარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დელეგაცია ესწრებოდა.
ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად გააცნეს იტალიის ღვინის მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. გალა-ვახშამზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს „მეღვინეობა ხარებას“, როგორც ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით...