საქართველოს ფოსტის და გამგზავნის პასუხისმგებლობა ამანათის დაზიანების შემთხვევაში

0
1634

„საქართველოს ფოსტა“ უცხოეთიდან გაგზავნილ ამანათებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით სახმელეთო გზით გაგზავნილი ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. ამასთან, სახმელეთო ამანათი დაზიანებულად მიიჩნევს მხოლოდ ამანათის გარე შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.

გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია “საქართველოს ფოსტის“ აგენტის მიერ ან თუ სახმელეთო ამანათის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. პასუხს კი არ აგებს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ორგანოს მიერ იქნება მიღებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ.

„საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა ასევე გამოირიცხება ასვე დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, მაგალითად როცა „საქართველოს ფოსტას“ არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურების გამო, ასევე, გზავნილის დაკარგვა მისი შიგთავსის არარსებობა თუ გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით (მათ შორის არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის თვისებებით. რაც შეეხება იმ სახმელეთო ამანათებს რომელიც შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ საგნებს და რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ სახმელეთო ამანათი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ სახმელეთო ამანათის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია რომ თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებსდა მომხმარებელი რეკლამაციით არ მიმართვს „საქართველოს ფოსტას“ სახმელეთო ამანათის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;

სახმელეთო ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა“ გამგზავნს უნაზღაურებს გადახდილი ტრანსპორტირების საფასურს, აგრეთვე არაუმეტეს 1 ლარს თითოეულ კილოგრამზე. სახმელეთო ამანათის შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტის“ მიერ ანაზღაურება განხორციელდება დაკარგულ თითოეულ კილოგრამზე 1 ლარის ოდენობით. დაზიანებულად მიჩნევის შემთხვევაში კი „საქართველოს ფოსტის“ მიერ ანაზღაურება განხორციელდება სახმელეთო ამანათის დაზიანებულ/დაკარგულ თითოეულ კილოგრამზე 1 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება გამგზავნის პასუხისმგებლობას არსებული წესების თანახმად გამგზავნი მატერიალურად პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რომელიც მიადგება „საქართველოს ფოსტას“-ს აკრძალული ნივთის გაგზავნის, ან სახმელეთო ამანათის არასათანადოდ შეფუთვის გამო, ხოლო ქვეყნის დატოვებამდე ამანათში აკრძალული ნივთის, ან მისი არასათანადო შეფუთვის აღმოჩენის შემთხვევაში, გამგზავნი იხდის პირგასამტეხლოს – სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულების 50%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამგზავნს გზავნილი უკან არ უბრუნდება. თუ გაგზავნის ღირებულება გადახდილია, მისი უკან დაბრუნებისთვის (პირგასამტეხლოს გამოკლებით), გამგზავნი ავსებს რეკლამაციის განაცხადს, რომელიც იმავე დღეს იგზავნება ხარისხის მართვის დეპარტამენტში და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე გაიცემა თანხა მომხმარებელზე.