ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა "ინტერპრესნიუსთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ :,, 2014 წელს, როდესაც ვიზა გაუქმდა საქართველოსა და ისრაელს შორის, ამ დროს ბევრმა ტურისტმა დაიწყო მოგზაურობა საქართველოში. სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დაახლოებით, 15 ათასი საქართველოს მაცხოვრებელი არალეგალურ მუშაობას აწარმოებდა ისრაელის სახელმწიფოში. ამ საკითხზე შედგა დიალოგი ისრაელის საგარეო...
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები, რაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების რეგისტრაციას გულისხმობს, ემიგრანტებს არ შეეხებათ. ეს განმარტება ნეტგაზეთთან საუბარში ეროვნულ ბანკში გააკეთეს.
2017 წლის 23 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირები ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა გაიარონ.
“ეს ცვლილება ეხება ეროვნულ...
როგორც წესი, შობაზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, გერმანიაში ჩვეულებრივ იხდიან.
თუმცა, როგორც The New York Times-ი იუწყება, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს, მრავალი აბონენტისთვის, ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის საფასური ნეგატიურში გადავიდა; მიზეზი მარტივია — გერმანიის მომარაგებამ სუფთა, განახლებადი ენერგიით, მოთხოვნას გადააჭარბა.
როგორ მოხდა
ეს ფენომენი იმაზე გაცილებით იშვიათია, ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში,...
საქართველოს ნაციონალური კერძი "ხაჭაპური" ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა.
Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა "პიცის ჰიბრიდს" უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი.
გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს...
„საქართველოს სურს გახდეს რეგიონული ცენტრი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ვრცელი რეპორტაჟი ევრონიუსის ვებგვერდზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ეძღვნება. ევრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში და აქტიურად აშუქებდა აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის, მთავრობის...
საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ $232 მილიონი დახარჯეს. ეს თანხა რეკორდულად მაღალია და ის 2017 წლის პირველი ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელს დაახლოებით 21%-ით აღემატება.
ქართველთა მიერ უცხოეთში დახარჯული თანხა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადასხდელო ბალანსის სტატისტიკის შესადგენად დათვალა.
ტურიზმის ასეთ სწრაფ განვითარებას ხელს უწყობს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს...
მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ცნობით,ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა მილიონერი ყოფილა.
სალომე ზურაბიშვილი პროფესიით დიპლომატია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, იგი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 დეკემბერს ერთი ევროს ღირებულება 3.0256 ლარი იქნება.
14 დეკემბერს ერთი ევროს ფასი 3.0282 ლარი იყო.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5597 ლარი გახდა.
ბარსელონასა და კატალონიაში ორმაგი გადასახადების დაწესება იგეგმება , ამის შესახებ The Independent წერს. მისი ინფორმაციით კატალონიის ავტონომიის ხელისუფლება, რომლის დედაქალაქიც ბარსელონაა, ტურისტული გადასახადის გაორმაგებას გეგმავს და ახალი რეგულაციით ტურისტებს ბარსელონასა და კატალონიის სასტუმროებსა თუ აპარტამენტებში გატარებულ ყოველ ღამეზე დამატებით 15 ევროს გადახდა მოუწევთ.
თბილისში დასაქმების მორიგი ფორუმი მიმდინარეობს. 60-ზე მეტი კომპანია დღეს სამუშაოს მაძიებლებს 1000-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს.
ფორუმის ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტოა. კომპანიები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებში.
წელს ეს მე-14 ფორუმია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ ამ ღონისძიებებს კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა. მხოლოდ წელს...

































