ჩვენი თანამემამულეების ინტერესების სათანადოდ დაცვისთვის და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, მილანში გენერალური საკონსულოს არსებობა საჭირო და მნიშვნელოვანია - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მილანში გენერალური საკონსულოს ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც, როგორც საქართველოს, ისე...
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა. საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვისკონტების სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა...
5 ივნისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში იოსებ ხახალეიშვილმა, გაცნობითი შეხვედრა გამართა მალოპოლსკის სავოევოდოს მარშალთან ლუკაშ სმილკასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მალოპოლსკასა და საქართველოს რეგიონებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და გაცვლით ვიზიტებს ბიზნესის და განათლების სფეროში, ასევე აჭარისა და მალოპოლსკას რეგიონების მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს. მარშალმა...
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის...
2025 წლის 5 ივნისს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ქ. ბარსელონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქ. ბარსელონას ვიცე მერთან, მარია ეუხენია გაი როსეიოსთან - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი...
საბერძნეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 3 ივნისს ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში ოფიციალური მიღება გამართა. საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ლევან ბერიძემ ისაუბრა სხვადასხვა სფეროში საქართველოს...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები. ღონისძიება...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე...
8 მაისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში - იოსებ ხახალეიშვილმა, შეხვედრა გამართა აშშ-ს გენერალურ კონსულთან ერინ ნიკერსონთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსულოებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. იოსებ ხახალეიშვილმა ხაზი გაუსვა კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას პოლონეთსა და საქართველოს შორის სავჭრო კავშირების,...
2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, თესალონიკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მაკოდონია-თრაკიიის საკითხებში საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონსანტინოს გიულეკასთან.შეხვედრის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხაზი გაესვა...