Home ქართველები მსოფლიოში დიასპორული ცენტრები

დიასპორული ცენტრები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიასპორის დღე არის დამოუკიდებლობის დღის შემდეგი დღესასწაული და ჩვენ ორივე ფაქტს ერთად ვზეიმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში უკვე იქ ცხოვრებას თუ აქ ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეიძლება ერთობლივად, თუნდაც გეოგრაფიულად მოშორებული...
საფრანგეთის დედაქალაქში ქართული თეატრის დღეს, 2019 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია "TAM'ART" წარმოგიდგენთ ერთობლივ სპექტაკლს "დაარქვი, რაც გინდა". სპექტაკლი გაიმართება შემდეგ მისამართზე: Théâtre "Darius Milhaud" 84 Allée Darius Milhaud 75019 Paris
17 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა...
"გეორგიას“ პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას განცხადებით, უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშალს, სხვადასხვა პოლიტიკური თუ პირადული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები ხელს უშლიან დიასპორული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას და აფერხებენ კვალიფიციურ მუშა პროცესს, ამის შესახებ განცხადება მან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სრულიად უკრაინის...
 ათენის ქართული სახლის პრეზიდენტის დარეჯან ღამბაშიძის განცხადებით 25 ნოემბერს ათენში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მასშტაბური ქართულ-ბერძნული ღონისძიება გაიმართება, მისი სახელით გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : ,,  ჩემო საყვარელო თანამემამულენო! 25 ნოემბერს, კიდევ ერთი ახალი ფურცელი შეემატება, ქართული ემიგრაციის მატიანეს. ჩვენი ღონისძიება, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება, ეძღვნება ქართველი ემიგრანტების...
სტამბოლის ქართველთა სათვისტომო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს რათა შენარჩუნდეს საქართველოს სტაბილური განვითარება , ხოლო მათი სათვისტომოს წევრმა ემიგრანტებმა სწორი არჩევანი გააკეთონ :,, ძვირფასო ემიგრანტებო, ჩვენი განსაცდელი ერთია, იქედან გამომდინარე, რომ ვიმყოფებით სამშობლოდან, ოჯახიდან, ახლობლებიდან მოშორებით, უცხო მხარეში სადაც დღითი დღე რთულდება ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის...
სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნება. - ამ სასიხარულო ამბის შესახებ DIASPORA.GE -ს იტალიის ქალაქ ბარიში მოქმედი ასოციაცია A.I.S.-დან აცნობეს. ასოცაციის დამფუძნებლის ნინა რურუას თქმით:,,  სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაიხსნება ბარის პირველი ქართული საკვირაო სკოლა აისის ფილიალი. ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული დიასპორული ცენტრი...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ქართული დიასპორის ქართული საკვირაო სკოლების მისამართით განცხადებას ავრცელებს და ახალ სასიხარულო ამბავს ამცნობს საზოგადოებას. როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს რამდენიმე თვის წინ გაჟღერებული ინიციატივა წარმატებით განხორციელდა და მისი მხრიდან გაჟღერებული დაპირებაც შესრულდა: ,, ჩვენ შეგპირდით , რომ სასურველი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველვყოფდით საზღვარგარეთ...
ბერძნულ-ქართული ფორუმი კუნძულ კერკირაზე (საბერძნეთი),  2018 წლის 1 დეკემბერს, 20:00 საათზე, კ. კერკირას დედაქალაქში „ბერძნულ-ქართული კულტურათა III დიალოგის“ („3ο Αντάμωμα Πολιτισμών Ελλάδας - Γεωργίας στην Κέρκυρα“) ფარგლებში, ქ. კერკირას მუნიციპალიტეტის 800-კაციან თეატრის დარბაზში (Δημοτικό Θέατρο της Κέρκυρας) გაიმართება საზეიმო საქველმოქმედო კონცერტი, „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კვიპროსში   საქართველოს საელჩოს  ძალისხმევით, ქართული საკვირაო სკოლა დედაქალაქის  ცენტრში, ერთ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულების  ტერიტორიაზე განთავსდა. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა   კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ. საქართველოს ელჩმა სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც ქართულმა საკვირაო სკოლამ ახალ შენობაში გადაინაცვლა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ განახლებული...