„ქართველი ემიგრანტების წვლილი პოლონეთის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დღეს უკვე ნათლად შესამჩნევია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ჩამოსული მიგრანტები შევიდნენ იმ საერთაშორისო დაფინანსების და განვითარების პროგრამების ფარგლებში, რაც დღემდე სხვა ეროვნულ დიასპორებზე ვრცელდება. ჩვენი პოზიცია მკაფიოა ვითხოვთ არა უპირატესობას, არამედ თანაბარ შესაძლებლობას.“ – განაცხადა პოლონეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარემ თორნიკე ცირეკიძემ, რომელიც 12 ივნისს ვარშავაში გამართულ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და International Rescue Committee-ს (IRC) მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდა .
ფორუმის ფარგლებში განხილული იყო მიგრანტთა და ლტოლვილთა ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის გზები, მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა და საჯარო-კერძო სექტორის პრაქტიკის მაგალითები.
,,ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიასპორა არის აქტიური მონაწილე მიგრაციულ პროცესებში და მისი გაძლიერება არის საერთო ევროპული ამოცანა”. – ნათქვამია პოლონეთში ქართული დიასპორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.