ვლადიმერ კონსტანტინიდი ათენში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

0
365

18 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ კონკურსის გამარჯვებულებთან.

აღნიშნული პროგრამის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების შემდგომ პერიოდში, ცხოვრებისა და საქმიანობის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დახმარების აღმოჩენა. აგრეთვე, ჩვენი თანამემამულეების მიერ დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციების და შემოქმედებითი ჯგუფების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოსთვის უცხოეთში არსებული დიასპორის როლს. ასევე ყურადღება გაამახვილა Covid-19 პანდემიის შემდეგ შექმნილი სირთულეების დაძლევაში დიასპორის მიერ შეტანილ წვლილზე.

სტუმრებს მიესალმა ელჩი დავით დონდუა და წარმოდგენილი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის ფარგლებში დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წევრებმა ისაუბრეს პროექტების განხორციელების მიმდინარე ეტაპებზე, ასევე პროექტების სამიზნე ჯგუფების აქტუალურ თუ სამომავლო საჭიროებებზე.

იხ . ვიდეო

https://www.facebook.com/watch/?v=840306216740100