15-16 ივნისს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი ქ.კონსტანცაში, რომელიც ბათუმის დაძმობილებული ქალაქია 2020 წლიდან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები კონსტანტას მერთან ვირჯილ ჩიცაკთან, სამხარეო ადმინისტრაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან რაზვან ფილიპესკუსთან, საბჭოს მრჩეველთან კულტურის საკითხებში გაბრიელ კროიტორუსთან. შეხვედრებს ესწრებოდა რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი.
ასევე გაიმართა შეხვედრა კონსტანტას სახელმწიფო თეატრის დირექტორთან ერვინ შიმსენსონსა და კონსტანტას ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილესთან იოანა პრედესკუსთან.
რუმინულმა
მხარემ საქართველოს დელეგაციას დათვალიერებინა ქ.კონსტანცას ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი, ამჟამად კულტურულ-საგამოფენო ცენტრი “Cazino”.
ვიზიტი მიზანად ისახავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და კონსტანცის რეგიონს შორის კულტურის სფეროში მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას და კონკრეტული პრიორიტეტების ჩამოყალიბებას.