მაკის ვორიდისი შეშფოთებულია საბერძნეთიდან გაძევებული მიგრანტების მცირე რაოდენობით

0
3058

საბერძნეთის მიგრაციის მინისტრი მაკის ვორიდისი დეპორტირებული მიგრანტების მცირე რაოდენობის გამო შეშფოთებულია და წუხს .

მისი თქმით 74,000-ზე მეტი დაპატიმრებული არალეგალური მიგრანტიდან მხოლოდ 2,500 გააძევეს საბერძნეთიდან , რაც მას მიაჩნია რომ ძალიან მცირე რაოდენობაა და მიზეზად არსებული საემიგრაციო კანონის ბოროტად გამოყენებას ასახელებს.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია Skai-ს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ახალი წესები და კანონები ქვეყანას მიგრაციული სიტუაციის უკეთ მართვაში დაეხმარება.

როგორც საჯაროდ ცნობილია ის მხარს უჭერს მკაცრ მიგრაციულ პოლიტაკას და აცხადებს რომ საბერძნეთში არალეგალურად მყოფი ადამიანი არასდროს არ უნდა იყოს ლეგალიზებული.

ვორიდისის განცხადებით საბერძნეთის რესპუბლიკაში დაახლოებით 65 000 ადამიანი არალეგალურად ჩადის ყიველწლიურად , რომელთა ნახევარს თავშესაფარი ენიჭება, რაც მას მიუღებლად მიაჩნია.

მაკის ვორიდის არგუმენტით ახალი მკაცტი საემიგრაციო კანონმდებლობის მიღება განპირობებულია ასევე იმ ფაქტთან რომ დაკავებულები ხშირად ყალბ წარმოშობის ქვეყანას აცხადებენ დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად რაც მისი თქმით, ეს პროცესს თვეების განმავლობაში აჭიანურებს.