ქალაქ ათენში საქართველოს საკონსულო ემიგრანტებს განცხადებით მიმართავს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ : ,,კლიმატური კრიზისებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს, სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული ხანძრის საფრთხის პროგნოზირების რუკის თანახმად, მიმდინარე პერიოდში ხანძრის ძალიან მაღალი რისკი (კატეგორია 4) არსებობს შემდეგ ტერიტორიებზე:
ატიკის რეგიონი
ცენტრალური საბერძნეთის რეგიონი (ევია)
კრეტის რეგიონი (რეთიმნო, ჰერაკლიონი, ლასითი)
ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონი (ლესბოსი, ქიოსი, სამოსი, იკარია)
კლიმატური კრიზისებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს სამოქალაქო დაცვის გენერალურმა სამდივნომ საფრთხის შესახებ აცნობა ზემოაღნიშნული რეგიონების შესაბამის სამსახურებს, რათა სახელმწიფო სამსახურები იყვნენ სრულ მზადყოფნაში და ხანძრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება.
სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნო მოქალაქეებს შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:
• თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რამაც დაუდევრობით შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს (ბალახის, ტოტების ან დასუფთავების ნარჩენების დაწვა, ნაპერწკლების გამომწვევი დანადგარების გამოყენება, და ა.შ).
• ხანძრის კერების შემჩნევის შემთხვევაში, მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სახანძრო სამსახურს შემდეგ ნომერზე 199.
ხანძრის საფრთხისგან თავის დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ინსტრუქციების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ ეწვიონ კლიმატური კრიზისებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს – civilprotection.gov.gr. – ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.