ხათუნა თორთლაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციის კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა

0
599

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თორთლაძემ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარუდგინა.

პროექტი ითვალისწინებს არსებული კანონიდან სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ამოღებას, რომელიც მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამის ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას ახორციელებდა. ცვლილების შედეგად, განისაზღვრება საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულებას.მომხსენებლის ინფორმაციით, კანონში ცვლილების შემუშავების საჭიროება დაკავშირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმის პროცესთან, რომლის დასრულების შემდგომ იცვლება სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობა და მიიღება სამინისტროს ახალი სტრუქტურა