ონის მერმა სერგი ხიდაშელმა ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით ონთან დაძმობილებულ ქალაქ პოპოვის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრები გამართა.
პოპოვოს მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბულგარეთს რამდენიმე დღის წინ ეწვია.
მერმა შეხვედრები ონსა და პოპოვოს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ფარგლებში გამართა, რომელიც 2024 წლის ივნისში გაფორმდა და მიზნად ისახავს რეგიონულ დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სხვა საერთო ინტერესის სფეროებში.
ოფიციალურ ცერემონიაში ასევე მონაწილეობდა ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე- პრეზიდენტი ილიანა იოტოვა.
ვიზიტის ფარგლებში ონის მერმა, სერგი ხიდეშელმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა მასპინძლებს მიწვევისა და ვიზიტის ორგანიზებისთვის და ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
მერმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვესელინ ვალკანოვის, და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობის როლი.
მან ასევე გაიხსენა, რომ დაძმობილების ინიციატივა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც ბულგარეთის ელჩი ქალაქ ონს სტუმრობდა.
ონის მუნიციპალიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან:
დავით ჩიხრაძე – ონის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი
ლერი მღებრიშვილი – ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.