2017 წლის 25-26 ნოემბერს ბერძნული საქველმოქმედო ორგანიზაციის "ბავშვის მეგობრები" მიწვევით, საქართველოს საელჩომ, ელჩის მეუღლის მარინე ჩქარეულის ჩართულობით, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ათენის რიგით მეთვრამეტე საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაში. ღონისძიებაში ტრადიციულად ქ. ათენში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ხალხური რეწვის ნიმუშები,...
27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
✪ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებისა და მათი ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციის...
ქუთაისელი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში, იტალიაში იმყოფება, განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ეს ემიგრანტი დედის მეორე წერილია განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისადმი, რომელშიც სკოლებში არსებულ პრობლემებსა და განათლების სისტემის ხარვეზებზე წერს:"ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს!!!
ბატონო მინისტრო, გეთანხმებით, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო, თქვენს...
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, თანხა გამოიყოფა. აღნიშნული მიმართულებით, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯება. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების...