ოთარ კაკაბაძე „ლუცერნმა“ დაიმატა – ამის შესახებ შვეიცარიულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა და ქართველი ფეხბურთელი წარადგინა. „ლუცერნის“ ცნობით, „ხიმნასტიკიდან“ დამატებულმა საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შვეიცარიული მედიის ცნობით, „ლუცერნს“ ეს ტრანსფერი 500 ათასი ევრო დაუჯდა.„ოთარის ტრანსფერით მარჯვენა ფლანგზე გავძლიერდით. კაკაბაძე ახალგაზრდა და წარმატებაზე მომართული მოთამაშეა....
ვენესუელის დროებითი ხელისუფლება ჩვენ სეპარატისტთა აღიარების უკან გაწვევას აპირებს.
The interim authorities of Venezuela intend to withdraw recognition of Abkhazia & South Ossetia, Guaido's envoy Gustavo Tarre said in Washington DC adding that the new government is not going to continue Maduro's administration's policies & isn't afraid of Russia
ვენესუელის ახალი...
9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა მდუმარე, სამგლოვიარო აქცია სახელწოდებით „რუსეთი კლავს“. აქციის მიზანი იყო, პატივი მიეგო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, გიორგი ანწუხელიძის, ასევე, 1989 წლის 9 აპრილსა და მას შემდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულთა ხსოვნითვის. ამასთან ერთად, გაეპროტესტებინა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
წყარო...
ქართველი პროდიუსერი გავლენიანმა გამოცემამ Variety 2018 წლის 10 წარმატებულ პროდიუსერს შორის ქართველი, ლაშა ხალვაშიც დაასახელა ფილმებისთვის "საშიში დედა" და "ჰორიზონტი".
ამავე სიაში მოხვდა ჯოსი ამნამარა ფილმისთვის - I, Tonya, კრისტოფერ ლემონი ფილმისთვის - Mudbound, რეიჩელ სონგი ფილმისთვის - A Kid Like Jake და სხვები.
Variety ნომინანტ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვებენ.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო...
პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის ეკონომიკის სკოლის საგარეო ურთიერთობათა კლუბის ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა ღონისძიება - Action Diplomacy, რომელშიც პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის 18-მა წარმატებულმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩის ილია დარჩიაშვილის ლექცია, თემაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური...
ტელეკომპანია იბერიას ეთერში გადაცემა "ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან" საქართველოდან უცხოეთში წასვლის მსურველებისათვის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებულ საკითხების შესახებ ისაუბრეს. გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს: დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაალ სარაჯიშვილმა, ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა და ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა.
https://www.facebook.com/diasporaqartuli/videos/754862518054485/?hc_ref=ARQ4-6NohAY4qWeB2L2DossZwXKaR94eG5UJeKVXduI5DpwKW24zPNhliEl31ClNy0M
მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს, ქ. კიევში, ორგანიზაცია „ქართული დიასპორის სახლის“ ორგანიზებით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართება ქართული კულტურის დღეები და ქართული ღვინის ფესტივალი „KAKHETI FEST 2017”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინაში მოქმედი ქართული რესტორნები და ღვინის კომპანიები.ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ასევე კულტურული პროგრამაც.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.expoplaza.kiev.ua/ukr/news/1184
დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ, ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.
ტოჩინოშინის მეტოქე 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი 0:25-ზე ჰქონდა.
ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და მთავარი კანდიდატია იმპერატორის თასის მოგების.
სხვა ლიდერთა სია ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ -...
კანადაში ქ. ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს.
კანადაში საქართველოს საელჩომ ოტავას ფეშენებელურ სასტუმროში „ფეარმონტ შატო ლორიე“ საზეიმო მიღება მოაწყო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.
მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ კანადის ხელისუფლების წევრები,პოლიტიკოსები,საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები,...
































