ავიაკომპანია "Flydubai" ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს. ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ...
ჯუმფა ლაჰირი - ავტორი, რომელის პოპულარობაც მსოფლიო მასშტაბით დღითიდღე იზრდება, დეკემბრიდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იქნება. გამომცემლობა "პალიტა L" მუშაობს ავტორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რომანზე "უცხო მიწა", რომელიც მკითხველისთვის ქართულ ენაზე ლიტერე ინვენტეს სერიის ფარგლებში გამოვა ქართულენოვანი მკითხველისთვის ავტორი სიახლე იქნება, რადგან "უცხო მიწა" პირველი რომანი იქნება, რომელიც ქართულ ენაზე...
თურქეთის პრეზიდენტი 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულების გადახედვის ინიციატივით გამოდის. საბერძნეთში ისტორიული ვიზიტით მყოფმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის დასავლეთ თრაკიის რეგიონში მცხოვრები თურქების პირობებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ერდოღანის თქმით, აღნიშნული მიზეზების გამო, ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს. „დასავლეთ თრაკიაში მუსლიმებს საკუთარი თემიდან მუფთის არჩევის საშუალებაც კი არ აქვთ. მსგავსი რამ თურქეთში პატრიარქატთან მიმართებით არ ხდება. თურქეთში ბერძნული წარმოშობის მოქალაქეების...
2017 წელი არის განსაკუთრებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა. მიხეილ ჯანელიძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონისგანცხადებებზე, სადაც საუბარია აშშ-ის მხრიდან საქართველის ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერაზე. „აშშ-სთან გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. აშშ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,...
საქართველოს ბერძენთა ფედერაციის ახალ თავმჯდომარედ ოდისეი დიმიტრიადი აირჩიეს. იგი ცნობილი დირიჟორის შთამომავალი და მოსახელეა  
დიასპორა (ბერძნ. διασπορά - „გაბნევა“) — დიასპორას იწვევს იძულებითი გადასახლება, გენოციდის საფრთხე, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების ზემოქმედება. თავდაპირველად ტერმინ „დიასპორას“ იყენებდნენ პალესტინის გარეთ მცხოვრები ებრაელების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამშობლოდან განდევნეს ჯერ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ (ძვ.წ. VI ს.), შემდეგ რომაელებმა ახ.წ. I-II სს-ში. შემდგომში იგი გავრცელდა სხვა...
2017 წლის 28 ნოემბერს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორული კვლევების წასახალისებლად გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესების ინიციატივა გაახმოვანა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი რეკომენდაცია მთავრობას გაუგზავნა განსახილველად.
რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს საქართველოდან შენგენის ზონაში და სად არღვევენ ყ შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, ბოლო რვა თვეში, ანუ მას შემდეგ რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა(28 მარტიდან), შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 379 მოქალაქეს ეთქვა. აქედან ყველაზე მეტჯერ უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიისგან, პოლონეთისგან და საბერძნეთისგან მიიღეს. შესაბამისი ინფორმაცია...
  არაოფიციალური მონაცემებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დაახლოებით, 30 000 ქართველია. ისინი, ძირითადად, ბერლინში, მიუნხენში, შტუტგარტსა და ჰამბურგში ცხოვრობენ. მათ უმრავლესობას სტუდენტები, მეცნიერები, “Au pair” პროგრამის მონაწილეები შეადგენენ. გერმანიაში ჩვენი თანამემამულეების მიერ დაარსებული ქართული დიასპორული გაერთიანებები სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებენ. დიასპორული ორგანიზაციების მიზანია იქ მცხოვრები ქართველების შეკავშირება, მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება...
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, ხელოვნების სასახლეში ვეფხისტყაოსნის გამორჩეული ილუსტრატორის, მსოფლიოში აღიარებული უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის გამოფენის გახსნას დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შექმნილი 6 ორიგინალი და 27 მაღალი ხარისხის ასლი. 10 დღის მანძილზე, ხელოვნების სასახლეში, ქართველ დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ექნება ნახოს და შეაფასოს საიმპერატორო...