ბელგიაში დიპლომატიურ მისიაში საქართველო პოლიციის ატაშეს დანიშნავს - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ბელგიის დედაქალაქში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის შესახებ კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ის უახლოეს მომავალში დაინიშნება.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს რომ დიასპორის აქტივობა და ჩართულობა ქვეყნის ცხოვრებაში ევროპული ქვეყნების მსგავსად უნდა ჩამოყალიბდეს ,,პოლიტიკურად დიასპორის ჩართულობა უნდა გაიზარდოს. დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომელიც არჩეული მხოლოდ ემიგრანტული ხმებით იქნება. ის ერთი თუ ორი დეპუტატი მათი ინტერსების დამცველი, რეალური ხმა იქნება და...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს რომ საჭიროა მთავრობის ხელშეწყობით შეღავათიანი ბიზნეს სესხების სტიმულირება. როგორც ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მიიჩნევს სიღარიბის აღმოსაფხვრელელად მნიშვნელოვანია ასევე იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა რომლებიც მიზნობრივად ეხმარებიან ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილს. ,, მთავრობამ უნდა გაატაროს ზომები იმისათვის რომ ადამიანებს რომელებსაც აქვთ ეკონომიკური აქტივობის სურვილი...
საქართველომ უკვე დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი...
რამდენიმე საათის წინ კატალონიის რეგიონში კოვიდეპიდემიისგან გამოწვეული ვითარების გაუარესების გამო ახალი შეზღუდვა დაწესდა.
ამ ეტაპზე აკრძალვები კვლავ შეეხო შეკრებებს და დღეიდან კატოლონიის ტერიტორიაზე მინიმუმ 15 დღის მანძილზე 6 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება კანონით იკრძალება.
საქართველოს მთავრობამ საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთში, ლატვიაში, აზერბაიჯანსა და ჩინეთში საქართველოს ელჩებს როტაციის წესით ცვლის უკვე ცნობილია რომ ამ ქვეყნებში მოქმედი ელჩები აღარ იმუშავებენ და მათ საქართველოში გაიწვევენ:
2018 წლის 1 აგვისტოდან საფრანგეთში, მონაკოსა და იუნესკოში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე–დელონე აღარ იქნება. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის მაისიდან მუშაობდა.
2018 წლის...
როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების დაბალი ათვისების საკითხით დაინტერესდა. მას შემდგომ რაც საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის...
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქე რომელიც საელჩოსთან დაკავშირებას ცდილობდა დახმარებისთვის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. უწყების ცნობით, ინფიცირებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება.
„აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის არის საკონსულო...
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში – „ნაცრისფერი ზონების წაშლა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს, იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან, მათ შორის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის...
10 დეკემბერს, პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში ახლადანიშნულ საქართველოს ახალგაზრდა ელჩს თამარ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები, როგორც პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული , შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო რათა საელჩოს მხარდაჭერითა და ერთობლივი აქტივობებით მოხდეს საქართველოს შესაბამისი...

































