ბერზნულ პრესაში გუშინ კიდევ ერთხელ სკანდალურად გავრცელდა დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ სადაც პირდაპირ აღნიშნულია დამნაშავის პირადი მონაცემები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ეროვნებაზე არის ხაზგასმა. ბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს რომელიც, კუნძულ კრეტაზე მასაჟისტად იყო დასაქმებული საბერძნეთის პროკურატურა კლიენტების ძარცვაში ადანაშაულებს ხოლო ბერძნული პრესა ამ ფაქტს, სადაც სასამართლომ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა...
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს  ინფორმაცია  და გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები არის თუ არა ამომრჩეველთა ერთიანი სიაში. ცესკოს ვებ-გვერდის ამ ლინკზე https://voters.cec.gov.ge/ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ხართ თუ არა ამომრჩეველთა ერთიან  სიაში და რომელ საარჩევნო უბანზე შეძლებთ ხმის მიცემას.  
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ინიციატივით გამოდის, რომ ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწეროს. მისი თქმით, ეს ინიციატივა შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. „მინდა, ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივის შესახებ გითხრათ, როდესაც ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებსა და ქართული...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის  საფრთხე. უწყება სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. შსს-ს განცხადებით, მის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. "არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში...
ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურისა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელდა ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და...
 დღეს საქართველოს პრეზიდენტი ახლად დანიშნულ საქართველოს ელჩებს შეხვდა, რომელთა შორისაც არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, რომელიც  იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება.  კონტსტანტინე სურგულაძე 2014 წლიდან დღემდე - საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი იყო...
იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ “ერთი წლის განმავლობაში გადაწყდება, ერთიანი ევროპა კიდევ იარსებებს თუ არა”. მისი განცხადებით, საკვანძო ფაქტორები იქნება 2019 წლის ევროპის არჩევნები და მოლაპარაკებები ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით. მატეო სალვინი ანტი-საიმიგრაციო, ევროსკეპტიკური პარტია “ლიგის” ლიდერია. ამ პარტიამ ევროსკეპტიკურ პარტია “ხუთ ვარსკვლავთან” ერთად ჩამოაყალიბა იტალიის...
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ. იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა...
საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მინისტრის ბიოგრაფია, რომლის თანახმად, მინისტრობამდე, 2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის 13 ნოემბრამდე მამუკა ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი...
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი  ეხმაურება რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჟურნალის გიორგი ფოფხაძის მიერ გაკეთებულ მოსაზრებას ქართულ დიასპორაში სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან თანამემამულეების სანდოებად და არასანდოებად დაყოფის შესახებ და აცხადებს რომ:,,ყოვლად მიუღებელია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დაყოფა რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის მიხედვით, რადგანაც...