თურქულ გამოცემა "ვათანში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია 4 მაისს, ქალაქ ადანაში ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ამბავი. როგორც ირკვევა, პროსტიტუციის ბრალდებით 18 პირი დააკავეს, მათ შორის ქართველები. სტატიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი კარადაში იპოვეს. გამოცემა აქვეყნებს სპეცოპერაციის ამსახველ ფოტოებსაც. მათ შორის იმასაც, თუ როგორ გამოჰყავთ ქალი კარადიდან. წყარო:  kvirispalitra.ge
თურქეთის ციხეში ქართველი პატიმრები სააღდგომო ნობათს მიიღებენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრები: პასკები, წითელი კვერცხები, სანთლები და ქართულენოვანი წიგნები გაგზავნა.   სააღდგომო კვერცხები თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება.  წიგნებით უწყებას  წიგნების მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსი“ დაეხმარა. თურქეთის დაწესებულებებში მყოფი საქართველოს...
თურქეთი საქართველოს მთავრობას სამხედრო მიზნებისთვის 5 500 000 ლირა(დაახლ. $1 350 000) გამოუყო. შესაბამის შეთანხმებას ხელი 2017 წლის ბოლოს მოეწერა, ბიუროს სხდომაზე კი 18 აპრილს განიხილეს. დოკუმენტის მიხედვით, ახლახან გამოყოფილი თანხის ნაწილი – 4 500 000 ლირა და მანამდე სამხედრო გრანტის შესაბამისად გამოყოფილი, თუმცა გამოუყენებელი $3 883 382 ქართულმა მხარემ...
15 მარტამდე ბარიერები მუშაობას დაიწყებს მეტროს სხვა სადგურებზეც. ამდენად, ამიერიდან მეტროს სადგურში შესვლა ბილეთის გარეშე შეუძლებელი იქნება. იგივე ეხება კიფისია-პირეოსის ელექტრომატარებლის ხაზსაც.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა, რომელიც ათენში 8-9 თებერვალს შედგება. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისა და პროკოპის პავლოპულოსის პირისპირ საუბარი შედგება. პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად - გაფართოებული შემადგენლობით. საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალექსის...
ავსტრიაში დღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციულ პოლიტიკას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაიმართება. მინისტრები მიგრაციულ პრობლემებთან გასამკლავებლად საერთო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ. იმის მიუხედავად, რომ 2015 წლის შემდეგ მიგრანტთა ნაკადი ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა, აღნიშნული საკითხი ევროკავშირისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს და ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირის...
გააცანით საქართველო თქვენს უცხოელ მეგობრებს : Georgia is a small country, but you need to take a deep breath if you’re going to understand it, because Georgia progresses not step by step, but in leaps and bounds. The 33 Georgian Characters are 33 entry points for Georgia’s images and sounds,...
დიასპორა (ბერძნ. διασπορά - „გაბნევა“) — დიასპორას იწვევს იძულებითი გადასახლება, გენოციდის საფრთხე, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების ზემოქმედება. თავდაპირველად ტერმინ „დიასპორას“ იყენებდნენ პალესტინის გარეთ მცხოვრები ებრაელების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამშობლოდან განდევნეს ჯერ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ (ძვ.წ. VI ს.), შემდეგ რომაელებმა ახ.წ. I-II სს-ში. შემდგომში იგი გავრცელდა სხვა...
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში უცხოეთიდან შემოვლენ, დიდი ალბათობით, უკვე ხვალიდან სავალდებულო კარანტინს აღარ დაექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.  „რაც შეეხება უკვე დაანონსებულ ცვლილებას საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით აუცილებელი კარანტინის მოთხოვნის...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს...