იტალიაში წასვლის მსურველების და იქ მყოფი ქართველების საყურადღებოდ !

0
73944

იტალიის 10 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა კორონავირუსი იტალიაში – ახალი შემთხვევების გამო, ჩრდილოეთში, ლომბარდიაში – დაკეტილია სკოლები, მაღაზიები, რესტორნები. სამწუხაროდ, იყო იტალიაში პირველი ლეტალური შემთხვევაც – პადუაში გარდაიცვალა 77 წლის ადრიანო ტრევიზანი (პარასკევი, 21 თებერვალი, 22 სთ. 45 წთ.) გასული კვირას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი ოფიციალურად „მონათლა“ სახელწოდებით Covid-19 და სწორედ მისით დაინფიცირებულთა რიცხვი გაოთხმაგდა პარასკევს, დღეს, იტალიაში – 16 დამტკიცებული შემთხვევა. აქედან 14 იმყოფება ლომბარდიაში, ხოლო 2 – ვენეტოში, ქალაქ პადუაში. მათგან 5 ექიმი და ექთანია, ასევე – ერთი ფეხმძიმე ქალი. სულ მცირე, 250 ადამიანი იმყოფება კარანტინში, იტალიის ტერიტორიაზე. „ხელისუფლება და მისი ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ და აღნიშნა, რომ საკარანტინო ზონა მილანიდან 60 კილომეტრის გარეშემო გავრცელდება და 10 ქალაქს მოიცავს. ასევე, დაამატა, რომ იტალია ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც აკრძალული აქვს ფრენები ორივე მიმართულებით, შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი, ტაივანი, ჰონგ-კონგი და მაკაო. განსაკუთრებითი კარანტინის ქვეშ მოექცევა დაბები: 3კასტილიონე დ’ადა და კონდონიო, სადაც მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები იქნება ღია, მყიდველთა რაოდენობის რეგულირებით. ასევე, მოსახლეობას ეთხოვა გამოვიდნენ სახლებიდან და გადაადგილდნენ მხოლოდ აუცილებლობისას, ხოლო სუნქთვითი უკმარისობისა და ნორმაზე მაღალი ტემპერატურის აღნიშვნისთანავე, დარეკონ „ცხელ ხაზზე“. რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, ამ წამისთვის გარდაცვლილთა რაოდენობამ 2251-ს მიაღწია, 77 279 დამტკიცებული შემთხვევით. ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აპრილიდან ვაქცინის გამოცდა დაიწყება. გარდა ადამიანური მსხვერპლის, გლობალური პანიკის და შიშისა, რამაც კაცობრიობის უზრუნველობას ფრიად შეურყია ნიადაგი, ეპიდემიას უმძიმესი მსოფლიო-ეკონომიკური შედეგებიც ექნება – ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, 19,2 %_იანი წილით მსოფლიო ვაჭრობაში, ასევე – ტურიზმის მექა და ტურისტების წყარო. გაფრთხილდით, მილანში, გარეშემო დაბებსა და სრულიად იტალიაში მყოფო ქართველო ემიგრანტებო – ნიღბებით (ყოველ 1,5 საათში, ხმარების შემდეგ შეცვლით), ხელების რეგულარული ბანვით და საჯარო ადგილებში არასაჭირო ყოფნისთვის თავის არიდებით. ავტორი გია კვარაცხელია