ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამშემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის, „ევროპა ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა....
27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
✪ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებისა და მათი ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციის...
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის შვილის წერილი ვრცელდება.
“დღეს 14 წლის გავხდი
მამამ საჩუქრად ახალი კაბა მიყიდა….
მთელი დღეა სარკეში ვიხედები და წარმოვიდგენ, როგორ მეხმარები ამ კაბის მორგებაში…
დედას ღიმილი გაქვსო, ხშირად მეუბნებიან
მე კი დიდიხანია შენს სახეზე ღიმილი აღარ შემიმჩნევია…)))
კომპიუტერის ეკრანიდან მძიმედ შემომხედავ ხოლმე
თავს ძალას ატან და ცდილობ გაიღიმო,
არ გამოგდის…
მერე სახეზე ხელებს აიფარებ,
(მაშინ...
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს, რის გამოც კანონპროექტის ინიციატორებიდან საკუთარი ხელმოწერის ბათილად ცნობას ითხოვს.
აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა, რომლის ერთ-ერთ ავტორად, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად, ზვიად კვაჭანტირაძეც იყო მითითებული.
პირველ არხთან საუბარში კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ პროექტი უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე...
6 მარტს გაიმართა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის შეხვედრა სერბეთის პატრიარქთან მის უწმინდესობა ირინეოსთან. შეხვედრამ ჩაიარა უაღრესად თბილ ატმოსფეროში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მაღალ დონეს და ორი ქვეყნის საპატრიარქოების წვლილს აღნიშნული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში.
სერბეთის პატრიარქის მხრიდან ცალსახად აღინიშნა, რომ...
გაცნობებთ, რომ როგორც საქართველოში მცხოვრებთ, ისე უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეთ მობილური ტელეფონის (როგორც Android-ისა და Windows-ის, ისე IOS-ის ოპერაციული სისტემის მქონეებს) ინტერნეტის საშუალებით ამიერიდან ექნებათ შესაძლებლობა 24 საათის განმავლობაში მოუსმინონ საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიას“.
მომსახურების უზრუნველყოფისათვის უნდა დაიცვათ მითითებული ინსტრუქცია და ჩამოტვირთოთ შესაბამისი აპლიკაცია.
How-to-listen-radio-Iveria-on-Android-Smartphone_GE_v4-1
How-to-listen-radio-Iveria-on-Android-Smartphone_EN_v4-3
How-to-listen-radio-Iveria-on-Android-Smartphone_RU_v4-1
How-to-listen-radio-Iveria-on-iPhone_GE_v1-1
How-to-listen-radio-Iveria-on-iPhone_EN_v1-1
How-to-listen-radio-Iveria-on-iPhone_RU_v1-1
How-to-listen-radio-Iveria-on-Windows-Smartphone_GE_v1a-3
How-to-listen-radio-Iveria-on-Windows-Smartphone_EN_v1-1
How-to-listen-radio-Iveria-on-Windows-Smartphone_RU_v1-1
29 სექტემბერს ათენიდან ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს 1985 წელს დაბადებულ ლელა რამიშვილს კარანტინის გასვლის შემდგომ covid 19 დაუდგინდა და თბილისში შესაბამის სტაციონარში განათავსეს.
დაბრუნებული ემიგრანტი თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო მკურნალობის დასრულებას ელოდება.
საახალწლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელმაც აფხაზ მომხმარებლებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე გადაღებულია ავტომობილი, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის სანომრე ნიშნებია დამონტაჟებული. ფოტოს თან ერთვის მცირე ვიდეორგოლიც.
ფოტოს ავტორი ალიას კუკავა აღმოჩნდა, - სოხუმის 26 წლის მკვიდრი. მან დაუდასტურა “სპუტნიკს”, რომ პარიზში აფხაზური სანომრე ნიშნით გადაადგილდებოდა.
"საფრანგეთის დედაქალაქში რუსული...
ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, შეზღუდონ ვიზები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე, ვისაც ევროპაში თავშესაფრის უფლება არ აქვს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბანგლადეში და ნიგერია, ხშირად თავის მოქალაქეებს არ აბრუნებენ. ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერები ორდღიან სამიტზე ბრიუსელში შეთანხმდნენ, გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი, მათ შორის სავიზო...
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის საკითხს გამოეხმაურა.
“მივესალმებით იმას რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის ის რაც არის ისტორიული შედეგი, რასაც თითოეულმა ჩვენთაგანმა ერთად მივაღწიეთ. ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა,”-განაცხადა თეა...

































