ნათია ზაზაშვილის წერილი

0
1576

უპირველეს ყოვლისა მივესალმები ყოველ კარგ საქმეს, რითაც დღესდღეობით არც თუ ისე განებივრებულნი ვართ. კონკრეტულ შემთხვევაში კი მებადება კითხვა:- ემსახურება კი კეთილ საქმეს საიტი დიასპორა-ჯე!?
მე ყოველ შემთხვევაში მინდა ემსახურებოდეს და ვიმედოვნებ ჩემს შენიშვნას ადმინისტრაცია კოლეგიალურად მიიღებს.
თქვენს საიტზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ შემაშფოთა. დეზინფორმაცია უცხო არ იყო ჩემთვის იმ სამარცხვინო მასმედიის ფონზე, რომელიც დღესდღეობით ჰყავს საქართველოს, მაგრამ აღნიშნულ საიტზე ნამდვილად არ დავტოვებ გულგრილად. რაც სამარცხვინო უფროა ვიდრე სასაცილო. მოვიძიე და გავიგე , რომ ახალბედა კერძო მედია საიტია, რომლის მიზანიც ქართული დიასპორის ინფორმირებაა. ხო და ჩემო კარგებო, აქ ვეღარ ვმალავ ჩემს შეშფოთებას. არც მეხერხება დიპლომატიური მანევრები. სათქმელს პირდაპირ გეტყვით, ჯერ როდესაც არქმევთ სახელს, საიტმა ინებოს კეთილი და იგრძნოს მისი პასუხისმგებლობა. თუ “ფეისბუქის” დონეზე გნებავთ ონლაინ საინფორმაციო წყარო რატომღა გარჯილხართ საიტის შექმნით? მედია საიტი არ უნდა იღებდეს ვინმე “ფეისბუქ” მომხმარებლისგან 2014 წლის ინფორმაციას აწვდიდეს და აშფოთებდეს მკითხველს 2018 წელში, რომელსაც სიახლე ჰგონია. კერძოდ, თქვენმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ქალაქ ფლორენციაში რეკლამირებული იქნა ახალი ტიპის საკეტების დამონტაჟება სახელწოდებით “ანტიჯეორჯიანი”, პირველი-ეს ქალაქ ფლორენციაში არ ხდება. მეორე- აღნიშნული ტიპის საკეტები შეიქმნა პულიაში, ქალაქ ბარის ახლოს 2014 წელს, რასაც მოჰყვა ადეკვატური პროფესიული რეაქცია ღირსეული ქართველი მამულიშვილისგან ქლბატონი თეონა კასარელისაგან. მან ჩართო პროცეში ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული სამსახური და მათთან ერთად საკმაოდ შრომატევადი სარისკო და საპასუხო რეაქცია გამოავლინა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული რეკლამირების აღმკვეთი ღონისძიებები ჩატარდა და ღირსეული პასუხი გასცა დამკვეთებს ჯერ კიდევ 2014 წელში. თუმცა ერთი სახვაობით. დახურულ სივრცეში. რადგან ეს ის თემაა, რაც ჩვენ ტავად კი არ უნდა გავაპიაროთ, არამედ უნდა ვიმოქმედოთ. და ქალბატონ კასარელს ეს “ფეისბუქის” დონეზე არ გაუშუქებია…….. და დღეს- 2018 წელს -“ონლაინ სანაგვეზე” პოულობს ვინმე და საკუთარ გვერდზე ავრცელებს…. კი ბატონო, ყველა მომხმარებელს აქვს უფლება იყოს თავისუფალი პირად გვერდზე, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებს მეტი პასუხისმგებლობა ევალება ფეისბუქ-მომხმარებლებისგან განსხვავებით. “ფეისბუქ” მომხმარებლის უმეცარობა ცოდვა არაა. საინფორმაციო საიტისთვის კი პირდაპირ არაპროფესიონალიზმია. ბოლოს მინდა შეგახსენოთ იტალიაში უამრავი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ხელოვნებისა და სპორტის დამსახურებული მუშაკები, მწერლები, მეცნიერები და პროფესორები გვყავს, რომლებიც დღესაც თავდახრილნი ზრდიან თაობებს. იქნებ და ინებეთ კეთილი ბატონებო და სხვა და სხვა ქვეყნიდან თუ ქალაქიდან დიასპორის გვერდზე ინფორმაციების გავრცელებამდე მოისმინოთ კომპეტენტური პირების აზრი. სხვაგვარად გაგიჭირდებათ ათასეული კილომეტრების მიღმა ობიექტივში ხედვა, უბრალოდ არ გაამართლებს.

პატივისცემით ნათია ზაზაშვილი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელი ქ. ფლორენციაში…. ჟურნალ ჩენტო პასის კორესპონდენტი იტალიაში