ნორვეგია საქართველოს, ენერგეტიკული დარგის განვითარებისთვის დაახლოებით 4 მლნ დოლარით დაეხმარება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გრანტი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობაზე, ნორმატიული ბაზის შემუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით დაიხარჯება. 3,9 მლნ აშშ დოლარის დახმარებას საქართველო 4 წლის განმავლობაში მიიღებს.
დაფინანსების ნაწილი საგანმანათლებლო მიმართულებასაც მოხმარდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ჰიდროინჟინერიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი...
კომპანია „უნიფეი“ ქართველ მომხმარებლებს თანხის მიღების ახალ, კომფორტულ მეთოდს სთავაზობს. კერძოდ, საქართველოში პირველად მოქალაქეებს შეუძლიათ გახსნან პირადი ევროპული ანგარიში (SEPA), რომელზეც ევროპის 34 ქვეყნიდან თანხას ერთ სამუშაო დღეში, სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ.
კომპანიის ცნობით, ანგარიშის გახსნა საიტზე მარტივი რეგისტრაციით არის შესაძლებელი და ბანკში მისვლა და რიგში დგომა საჭირო არ არის. თანხის...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში ცვლილებები შეიტანა, რიც ემიგრანტებსაც ეხება და სესხების გაცემა მათთვისაც გამარტივდა.
ახალი რეგულაციის თანახმად საქართველოს ის მოქალაქეები , რომლებიც უცხოეთში არიან დასაქმებულები და მათ აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავლები, მათთვის გამარტივდება პირობები, კონკრეტულად...
„საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“ - ასეთი სტიკერებით გაიყიდება ქართული ღვინო ამერიკაში.
საუბარია, მარიამ იოსებიძის მიერ წარმოებულ ღვინო „თავკვერზე“, რომლის 300 ბოთლიც ამერიკაში სწორედ ამ წარწერით გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
„მაგარი ამბავი გვაქვს, O, MODA, MODA-ს ჩანთით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ, რითაც შეგვიძლია გავაპროტესტოთ ოკუპაცია და...
გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს.
https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/930702247098049/
19 აპრილს ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია იტალიის ქალაქ ბარიში გაიხსნა. ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას, დიპლომატები, ბარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დელეგაცია ესწრებოდა.
ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად გააცნეს იტალიის ღვინის მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. გალა-ვახშამზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს „მეღვინეობა ხარებას“, როგორც ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით...
2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალი, ხოლო 59 პროცენტი - კაცია.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი - მსხვილ ბიზნესზე; 22,0 პროცენტი - საშუალოზე; ხოლო...
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწაა. სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ მომზადების ეტაპზეა, ამ საკითხსაც დაარეგულირებს.
აშკარაა, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, სახელმწიფო უცხოელების საკუთრებაში არსებული აუთვისებელი მიწების ჩამორთმევას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე პირველად კომიტეტის...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.5405 იქნება.
15 დეკემბერს ერთი დოლარის ფასი 2.5597 ლარი იყო.
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9980 ლარი გახდა
თბილისში დასაქმების მორიგი ფორუმი მიმდინარეობს. 60-ზე მეტი კომპანია დღეს სამუშაოს მაძიებლებს 1000-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს.
ფორუმის ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტოა. კომპანიები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებში.
წელს ეს მე-14 ფორუმია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ ამ ღონისძიებებს კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა. მხოლოდ წელს...