ასოციასია A.I.S. – ის ხელმძღვანელი ნინა რურუას ახალი ინიციატივა და მიმართვა იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისადმი დღეს გახდა ცნობილი რომელსაც უცვლელად გთავაზობთ როგორც უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, კვირას, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მიუხედავად, იმისა, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პროცესშია და ჯერ კიდევ, ქვეყანა, უამრავი გამოწვევის წინაშე დგას,...
როგორც  ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იტყობინება მისი შეხვედრების შემდგომ საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმება კიდევ უფრო რეალური პერსპექტივაა. დავით ბაქრაძის განცხადებით :,, ჩვენი პარტნიორები, ევროპარლამენტიდან, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებენ. ბრიუსელში ვიზიტისას ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი მეგობრები მზად არიან მხარი დაუჭირონ და ლობირება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად...
  უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ფოთში სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს მართავენ, დღეს უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი შეხვდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა მათი პრობლემები პირადად მოისმინა. უკრაინის 6 მოქალაქე ფოთში ნავსადგურის მოიჯარე კომპანიაში სამუშაოდ მაისის თვეში ჩავიდა. მათი განცხადებით, კომპანიამ დაპირებული თანხის მხოლოდ 10 % გადაუხადა. უკრაინის მოქალაქეებმა მომხდარის შესახებ უკვე მიმართეს პოლიციას და...
,, უბრალოდ ფაქტები ! უკომენტაროდაც ცხადყოფენ რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ის თანამშრომლები, რომლებსაც ეს საკითხი ევალებათ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მშვენიერ თბილ ქვეყანაში ცხოვრობენ და სამარცხვინო ვითომ ,,მემორანდუმებთან," რომლებსაც იმ ქაღალდის ფასიც კი არ გააჩნია რაზეც წერია მხოლოდ პოზიორობენ!   სასწრაფოდ მოვუწოდებ საქართველოს საელჩოს დაიწყოს ჩვენთან რეალური თანამშრომლობა და ამ საკითხზე რეალური...
2020NEWS-ის ცნობით ემიგრაციაში დაბრუნებული ინა ასანიძის შემცვლელს ხვალ აირჩევენ, როგორც საინფორმაციო საგენტო იტყობინება ჭიათურაში „ოცნების“ მაღალჩინოსნებს შორის რამდენიმე თვის წინ ატეხილი სკანდალის შემდეგ, სადაც ღიად დაფიქსირდა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესა და ქალაქის მერ პაატა ნადირაძეს შორის არსებული დაპირისპირება, საკადრო გადაადგილებები გრძელდება. როგორც „2020NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ ჭიათურიდან აცნობა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის...
გუშინ დილით რეკავს ჩემი ტელეფონის მესენჯერი,და ატირებული და სუნტქვა გახშირებული ზის ჩემი პატარა შვილი ერეკლე. 9 წლის 8 სექტემბერს შეასრულებს დედას მონატრება. _დედა იცი ამ დილით სიზმარში რომ დამესიზმრე?ვითომ ჩამოსულიყავი,ჩემთან ერთად ლოგინში გეძინა.... დეე! მე ხელი მოვკიდე შენ გრძელ თმებს...ის მართალი თმები იყო,არ გჯერაა? მართლა გეუბნები,დედას გეფიცები დეე!რომ გამოვიღვიძე და არ იყავი...
ლარნაკას აეროპორტში დაკავებულ საქართველოს სამ მოქალაქეს რომლებიც 4 სექტემბრის შემდგომ ყურადღებას და დახმარებას ითხოვნენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან DIASPORA.GE-ზე გასული ნიუსის შემდგომ დაუკავშირდნენ  და დახმარებას დაპირდნენ. საქართველოს სამი მოქალაქე კვიპროსში ქალაქ ლარნაკაში 4 სექტემბერს ქუთაისი – ლარნაკას რეისის მგზავრები იყვნენ, ამჟამად კი მათთვის უცნობი მიზეზების გამო სადეპორტო განყოფილებაში იმყოფებიან. დაკავებულების ახლობლის ნათია...
ბერზნულ პრესაში გუშინ კიდევ ერთხელ სკანდალურად გავრცელდა დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ სადაც პირდაპირ აღნიშნულია დამნაშავის პირადი მონაცემები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ეროვნებაზე არის ხაზგასმა. ბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს რომელიც, კუნძულ კრეტაზე მასაჟისტად იყო დასაქმებული საბერძნეთის პროკურატურა კლიენტების ძარცვაში ადანაშაულებს ხოლო ბერძნული პრესა ამ ფაქტს, სადაც სასამართლომ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა...
,, ძალიან პოპულისტური განცხადება გაუკეთებია ჩემი ქვეყნის ელჩს, ქართველების შესაძლო დასაქმებასთან და... ბატონო ელჩო, როცა საფრანგეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 4-5% აჭარბებს, როცა ფრანგების დიდი ნაწილი, ბელგიაში, გერმანიაში, კვებეკში, შანხაიში,ჰონკონგში და ავსტრალიაში მიდის სამუშაოს საძებნელად, როცა ფრანგული ფირმები ნელ ნელობით გადიან ქვეყნიდან მაღალი გადასახადების გამო, როცა pole emploi და "ინტერიმები" ფაქტიურად...
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის დინამიკა შემცირებულია, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელი რჩება,  – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. გარდა ამისა, მიგრაციისა და უსაფრთხოების თემებზე სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმაციმსჯელეს: „ეს ის საკითხია, რაზეც თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი...