ემიგრანტი დედის სევდა და სიხარული – ნათია ლაზიშვილის ისტორია

0
3316

გუშინ დილით რეკავს ჩემი ტელეფონის მესენჯერი,და ატირებული და სუნტქვა გახშირებული ზის ჩემი პატარა შვილი ერეკლე.
9 წლის 8 სექტემბერს შეასრულებს დედას მონატრება.
_დედა იცი ამ დილით სიზმარში რომ დამესიზმრე?ვითომ ჩამოსულიყავი,ჩემთან ერთად ლოგინში გეძინა…. დეე!
მე ხელი მოვკიდე შენ გრძელ თმებს…ის მართალი თმები იყო,არ გჯერაა? მართლა გეუბნები,დედას გეფიცები დეე!რომ გამოვიღვიძე და არ იყავი დავიწყე შენი ძებნა..ალბათ ადგა და სადღაც წავიდა მეთქი…
რას ეძებო?
მკითხეს მარა არ ვუპასუხე.
იმიტო რომ მე გეძებდი.
ხმა ვერ ამივიღე ცრემლი მახრჩობდა მაგრამ ვაიმედებდი….დედა მე მალე ჩამოვალ მეთქი.
მას ვჭირდები ყველაზე მეტად, მოგიკვდეს დედა
_ისევ იმავე “გუშინ”ჩემი მეორე შვილი მარიამი მეუბნება წელს აბიტურიენტია… დედა მე უნდა ვემზადო წელს,მინდა შენი შრომა დაგიფასო დეე! მინდა შენი გული გავახარო და ყველა ის ოცნება აგიხდინო რაც ჩვენზე გაქ გულში.
მადლობა დეე რომ ეს სიტყვები მესმის,მეთქი ვუპასუხეუცებ ტირილი ვერ შევიკავე….ემოცია მაინც მერევა, ჩემზე ძლიერია, ნუ ტირი დეე!
შენ ჩემი ყველაზე ლამაზი,დედიკო ხარ ჩემი მტირალა დედიკუნა.. თანამედროვე აზროვნების,ჭკვიანი შეგნებული , ჩემი დედა ხატება ხარმიპასუხა.

_ამას წინად მირეკავს უფროსი შვილი კახა.და მეუბნებადედა უნდა “დავიქოქო უფრო მოშნად”რომ გადასახადი მინიმუმზე დავიყვანო.
ის მეორე კურსის სტუდენტია
(….საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის….).უნდა მოვძებნო სამუშაო რომ ძალიან დაგაწვა ამდენი პრობლემა და ვაითუ დარდმა რამე დაგმართოს ვერ გადავიტან….მიყურებს და მეუბნება დეე თვალის ირგვლივ ნაოჭები გაგჩენია დედა
არ ვიცოდი რა მეპასუხა:უბრალოდ სიამაყის შეგრძნებით ვისმენდი.
ცრემლიანი ამაყი თვალებით.

და ვუთხარი დე,კახა მამათქვენს არა სცალია ბევრი საქმეები აქვს,
და მარიამის შენ უნდა დაუდგე მხარში მეთქი.

მან მოუძებნა ყველა ლექტორ მასწავლებელი, მიიყვანა ფასზეც მან შეუთანხმდა…
და მითხრა დედაა არ ინეევიულო იქნება ისე როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ.
მადლობელი ვარ უფლის შვილები ღირსეულად რომ გამაზრდევინა….მომცა ძალა რომ მათვის ჯერ მეგობარი,მერე ფსიქოლოგი და მერე დედა ვყოფილიყავი….
“მე ომი მოვიგე! ”
იმ იმედებით და ბრძოლით რასაც “ფინალი”ოცნების ასრულება ქვია….და ეს ომი ისა რომ მე დავამარცხე “გარყვნილი ეპოქა”,
დავამარცხე “მოდა” რასაც ქვია “გადაგვარებული თაობა.”
ჩემი შვილები ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდა.  მათი აზროვნება ქართულია,
ტრადიციულია,
რელიგიურია,
საქართველოსთვის საჭირო ადამიანებად მინდა გავზარდო…
ღირსეულ ქართველებად..!
და რა არის ჩემი ცრემლის მიზეზი? ეს დედობრივი სიამაყის ცრემლია,
ეს სიხარულის ცრემლია,
ეს მონატრების ცრემლია,
ეს ემოციის ცრემლია,
ეს ომში გამარჯვებულის ცრემლია…!

ავტორი ნათია ლაზიშვილი

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი.