კვიპროსში დაკავებულ საქართველოს სამ მოქალაქეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დაუკავშირდა

0
3019

ლარნაკას აეროპორტში დაკავებულ საქართველოს სამ მოქალაქეს რომლებიც 4 სექტემბრის შემდგომ ყურადღებას და დახმარებას ითხოვნენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან DIASPORA.GE-ზე გასული ნიუსის შემდგომ დაუკავშირდნენ  და დახმარებას დაპირდნენ. საქართველოს სამი მოქალაქე კვიპროსში ქალაქ ლარნაკაში 4 სექტემბერს ქუთაისი – ლარნაკას რეისის მგზავრები იყვნენ, ამჟამად კი მათთვის უცნობი მიზეზების გამო სადეპორტო განყოფილებაში იმყოფებიან.

დაკავებულების ახლობლის ნათია რაჟამაშვილის განცხადებით მას სტატიის გასვლიდან დაახლოებით საათნახევარში, კვიპროსში არსებული საქართველოს დიპლომატიური მისიიდან დაუკავშირდნენ და საქმის ვითარებას გაეცნენ. ნათია რაჟამაშვილის განცხადებით ის დიდ მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ზვიად გონაძეს, რომლის დახმარებითაც მისი ახლობლების მდგომარეობით კვიპროსში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა დაინტერესდა და მათი დახმარების შესახებ პირობა მისცეს.