დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშრებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ - მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე...