მამუკა ლიპარტელიანი: ,,მივესალმები კახა კალაძის ამ ინიციატივას”

0
2312

მუსიკალური პროდიუსერი მამუკა ლიპარტელიანი, რომელიც 17 წელია საბერძნეთში მოღვაწეობს, კახი კალაძის განცხადებას, რომ დასრულდეს მომღერლების კონცერტებზე პოლიტიკური ნიშნით არჩევა, გამოეხმაურა. ის “არილი TV”-ისთან საუბარში აცხადებს, რომ “ყველა მომღერალს მისცენ არსებობის საშუალება.”

“მივესალმები კახა კალაძის ამ ინიციატივას, უნდა დაინგრეს ეს მახინჯი და დამთრგუნველი პოლიტიკური იარლიკებით მომღერლების დაყოფა.

მე საბერძნეთში ვცხოვრობ 17 წელია, მაგრამ მსგავსი რამ აქ არ მსმენია და არც მინახავს, აქ ყველა თავის საქმეს აკეთებს .

ყველა მომღერალს მისცენ არსებობის საშუალება .დააფასონ მათი ნიჭი და შემოქმედება.გამძლეობა მინდა ვუსურვო მათ.” – აცხადებს მამუკა ლიპარტელიანი.