იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი ნინო სურგულაძე გახდა.

0
3480

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინოს სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა.

ორდენი იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის გაიცემა.

ხვალ, 8 დეკემბერს, 19:00 საათზე იტალიის ელჩი საქართველოში, მის რეზიდენციაში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ოფიციალურ  მიღებაზე, ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვებს. ცერემონიალს ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ნინო სურგულაძე ამ დროისთვის იტალიაში იმყოფება, მან 6 დეკემბერს ვერონაში საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და საქართველოში გამთენიისას დაბრუნდება.