ლიეტუვაში მიგრანტების წამების და უფლებების დარღვევების ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს – ამის შესახებ ქართველი ექსპერტი და ხალხის ძალის პოლოტიკური ჯგუფის წერვრი დავით ქართველიშვილი წერს.
,,ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მიგრანტების მიმართ წამება – 2022 წლის ივნისში Amnesty International-მა გამოავლინა მიგრანტთა უფლებების მასობრივი დარღვევები კიბარტაისა და მედინინკაის საიმიგრაციო ბანაკებში — ცემა, ცრემლსადენი აირისა და ელექტროშოკის გამოყენება, რასისტული ხასიათის შეურაცხყოფები. დოკუმენტირებულია სექსუალური დამცირების შემთხვევები (მაგალითად, ქალების გაშიშვლება და ყინვაში გაჩერება).
ყოველივე ეს დასავლეთის ავტორიტეტულმა უფლებადამცველებმა მხოლოდ უკანასკნელ ხუთ წელიწადში დააფიქსირეს რასა იუკნევიჩიენეს სამშობლოში – ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ლიეტუვაში. საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამება განპირობებულია სწორედ საკუთარი ქვეყნის პენიტენციური ჯოჯოხეთის ზედმიწევნით ცოდნით” – წერს დავით ქართველიშვილი.