უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რეჟისორ დანტე სპინოტის ფილმში Now is Everything ამერიკელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს. ამის შესახებ at.ge - ი წერს. ფილმში ცნობილი ვარსკვლავების შთამომავლობი მონაწილეობენ. ენტონი ჰოპკინსის გარდა ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი. სააგენტოს ინფორმაციით, ფილმში კიდევ ერთი ქართველი მხატვარი...
ესპანეთში ქ. ალიკანტეში ქართული კულტურის დღეების ფესტივალი გაიმართა, ფესტივალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე საპატიო სტუმრის სტატუსითს დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის, მინერალური წყლების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქ. ალიკანტეში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლი „ივერია“ და ქ. ბარსელონაში არსებული ცეკვის ანსამბლი „საქართველო ქართული ცეკვებით წარსდგნენ. ...
ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, იგი იტალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად ექვსი წლისა გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს. ლუკა ევროპაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომლის კლიპები სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. იხილეთ ინტერვიუ: https://www.facebook.com/1stchannel/videos/1981559142173236/?t=297  
9 დეკემბერს, ქ. კაუნასში, საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში გაიხსნა ქართველი მხატვრის ეკა ხუნწარიას პერსონალური გამოფენა. გამოფენის გახსნაზე მოსულ სტუმრებს ქართველმა მხატვარმა გააცნო თავისი შემოქმედება, აბრეშუმზე ხატვის სპეციფიკა და ტრადიციები. გამოფენა მომზადებულია ქართული მოტივებით და მასში წარმოდგენილია ბატიკის ტექნიკით აბრეშუმზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენის კურატორია ტექსტილის სამხატვრო სტუდია "SILKROOM” - “აბრეშუმის ოთახი”,...
მარიანა გეორგიადუ და ჯგუფი Salonic Stars კაკული გურიელაშვილთან ერთად საბერძნეთში 24 დეკემბერს კონცერტს გამართავენ. ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე ქართულ ენაზე განცხადებაც გავრცელდა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,, ძვირფასო მეგობრებო! მთავრდება 2017 წელი. ჩვენი გუნდისთვის ,SalonicStars, ეს წელი სავსე იყო მუსიკით, კონცერტებით, მოგზაურობით, Tv Show( x Factor,Voice,Eλλαδα εχεισ Ταλενδο) და იმ სითბოთი და...
13-20 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი,ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, იტალიაში გასტროლებს გამართავს. ქალაქ კალიარიში საბალეტო დასი მაყურებელს „გედების ტბას“ წარუდგენს. Teatro Lirico di Cagliari-ში შვიდი სპექტაკლი გაიმართება, რომელშიც Teatro Lirico di Cagliari-ის ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლებს დავით მუქერია უდირიჟორებს. საბალეტო დასის გასტროლი იტალიაში ATER-ის (Associazione Teatrale Emilia...
ართულად : ქრისტე აღსდგა ! - ჭეშმარიტად აღსდგა ! ბერძნულად: Χριστός ἀνέστη! Ἀληθῶς ἀνέστη! ლათინურად: Christus resurrexit! Resurrexit vere! რუსულად : Христос Воскрес! Воистину Воскрес! გერმანულად: Christus ist auferstanden! Er ist wahrhaftig auferstanden! ინგლისურად : Christ is Risen! Truly He is Risen! ან Christ is Risen! He is Risen indeed! ფრანფულად : Le Christ est...
პირველი ადგილი - აფხაზეთიდან ლტოლვილი, გლდანის საერთო საცხოვრებლის ოდენი ბინადარი და ახლა 80-მილიონიანი გერმანიის The voice ნათია თოდუა!!! Natia Todua – Team Samu: Die gebürtige Georgierin überzeugte die Zuschauer bisher mit ihrem quirligen, fröhlichen Gemüt. Heute Abend wird sie mit Coach Samu und dessen Band "Sunrise Avenue" "Help To Hate Me"...
ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ, როგორც - ებრაულ, ისე ქართულ კულტურას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე...
საქართველოს ნაციონალური კერძი "ხაჭაპური" ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა. Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა "პიცის ჰიბრიდს" უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი. გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს...