ლიტვაში ქ. კაუნასში 9 დეკემბერიდან 14 იანვრვრამდე ქართველი მხატვრის გამოფენა იქნება

0
1839

9 დეკემბერს, ქ. კაუნასში, საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში გაიხსნა ქართველი მხატვრის ეკა ხუნწარიას პერსონალური გამოფენა. გამოფენის გახსნაზე მოსულ სტუმრებს ქართველმა მხატვარმა გააცნო თავისი შემოქმედება, აბრეშუმზე ხატვის სპეციფიკა და ტრადიციები.

გამოფენა მომზადებულია ქართული მოტივებით და მასში წარმოდგენილია ბატიკის ტექნიკით აბრეშუმზე შექმნილი ნამუშევრები.

გამოფენის კურატორია ტექსტილის სამხატვრო სტუდია “SILKROOM” – “აბრეშუმის ოთახი”, რომელიც ქ. თბილისში ზანდუკელის ქ. 7-ში მდებარეობს.

ქართული ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ქართველი მხატვრის ნამუშევრები.

გამოფენა გაგრძელდება 14 იანვრამდე.
მის: კ. დონელაიტის ქ. 91, კაუნასი/ საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი