დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშრებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ - მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე...
    გილოცავთ ახალ წამოწყებას. ძალიან სასიხარულოა, როდესაც იზრდება დიასპორის თემატიკით დაინტერესებული საინფორმაციო საშუალებათა რიცხვი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ diaspora.ge უშუალოდ დიასპორაში მიმდინარე სიახლეების გამხმოვანებელი ვებ-გვერდი იქნება. განსაკუთრებით მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ ეს ინიციატივა თავად დიასპორას ეკუთვნის და ჩვენი აქტიური თანამემამულეების მეშვეობით განხორციელდა. გისურვებთ წარმატებებს. რატი ბრეგაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს...
იმ დროს ემიგრაცია და სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეხმარებოდა. მე უქონარი კაცი ვიყავი”, – ეს განცხადება დღეს ჟურნალისტების წინაშე  საკუთარ ფილმზე საუბრისას გოგა ხაინდრავამ გააკეთა, მისი თქმით :,, „მე ვარ ავტორი 9 აპრილზე ფილმის, იმ კადრების, რომელმაც სხვათა შორის საქართველო გადაარჩინა ბოროტ საბჭოთა მანქანას. ისე აეწყო, რომ ყველა ფილმი არის ამასთან დაკავშირებით. ახლაც,...
 ,, საქართველოს წინსვლა და აყვავება გინდათ 2018წელში?  - მაშინ მთვარობა ემიგრანტებისგან უნდა დაკომპლექტდეს ! "- წერს სოციალურ ქსელში საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ნატო ბეჟანიშვილი და ათ არგუმენტსაც სთავაზობს საზოგადოებას : 1. მოხუცს რომ კარგად  მოუარონ და აცოცხლონ, ყველა ემიგრანტს  გენეტიკურ კოდად ექცა-ამიტომ ასაკოვან საქართველოს მივხედავთ. 2. ვინც ემიგრაციაში ბავშვებს უვლის ვიდეო თვალის...
როცა საუბრობთ ემიგრანტებზე, კეთილი ინებეთ და ისაუბრეთ მათი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებზე,საქმიან წინადადებებზე ან ამ პროცესის დაწყებამდე ისაუბრეთ ამ ადამიანებისთვის მიმღებ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმების ამოქმედების ფორმირებაზე... თუ არც ერთზე არ შეგიძლიათ საუბარი და თუ მეტი უბრალოდ არ შეგიძლიათ, ისწავლეთ, გვკითხეთ და მანამდე გაჩუმდით ! ემიგრაციაში მიდიან იმისთვის, რომ ძალიან...
 ძალიან კარგ საქმეს ხართ შეჭიდებული და შედეგიც შესანიშნავია , საერთოდ საბერძნეთის ქართული დიასპორა ყველაზე აქტიურია მთელს ევროპაში და ამ საინფორმაციო პორტალსაც ეტყობა. მინდა ვთქვა რომ, ინფორმაციულად სრულყოფილი და გემოვნებიანი ვებ გვერდია, სადაც შეიძლება ბევრი  საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მოძიება, რომელიც ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს... ძალიან მიხარია ასეთი საინფორმაციო ვებ...
"ვიფიქროთ მომავალსა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა"- არჩილ თალაკვაძე ის მოსაზრება, რაც არის საქართველოში, საზოგადოებაში, დაფიქსირდა ლიეჟშიც. სადაც საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან, ყველგან იგივე მოსაზრება იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს იდენტური პრეტენზიები აქვთ და ეს არაა გასაკვირი. „მესმის, რომ არ...
“ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო – განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად, ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც...
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პრორუსულობას ექსპერტი მამუკა არშიძე  გამორიცხავს და აცხადებს რომ :,, ამ ტერმინებს: „პრორუსი“, „პროდასავლური“ ასე იოლად აღარ ვისვრი. მე კარგად მახსოვს სალომე ზურაბიშვილი როგორი შემტევი და პრინციპული იყო სამხედრო ბაზების გაყვანის დროს დისკუსიებში. კი, შეთანხმება უფრო ადრე, 1999 წელს სტამბოლში გაფორმდა და ბაზების გაყვანის გრაფიკიც მაშინ...
ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის პერფორმანს, პარიზში, საფრანგეთის მთავარ დღესასწაულზე, საოცარი გამოხმაურებები და შეფასებები მოჰყვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ია მახარაშვილი წერს, რომელიც ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტს დაესწრო. როგორც ის ამბობს, სცენაზე უამრავი ცნობილი შემსრულებელი იდგა, თუმცა საფრანგეთმა წამყვან მუსიკოსად ხატია აირჩია. მახარაშვილი ყვება იმ ემოციასა და შეფასებებზე, რომელიც...