პრემიერ კვირიკაშვილის შეფასებით დიასპორის ფორუმი არის ერთ-ერთი მექანიზმი დიასპორის  ქვეყნის განვითარებაში ჩართულობისთვის. 

0
1560

“ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო – განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად, ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისათვის. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორა ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. 

დიასპორის ფორუმი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის პლატფორმა ჩართულობისთვის. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, ზოგიერთმა, შესაძლოა, ეს ახლო მომავლისთვის გადადოს, ზოგიერთმა, შესაძლოა, განაგრძოს უცხოეთში მოღვაწეობა. ჩვენ ყველა თქვენგანისთვის უნდა ვიყოთ გახსნილები, ჩვენ ყველა თქვენგანის ჩართულობა გვჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა სოციალურ ფენას მიეკუთვნება, რომელ ქვეყანაშია ჩვენი თანამემამულე, ყველას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში ჩაერთოს – ამ სიტყვებით შეაფასა ყოველწლიური სახელმწიფო პროგრამა ,,დიასპორის ფორუმი” საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  2016 წლის 27 მაისს დიასპორის ფორუმის გახსნისას წართმოთქმული სიტყვისას.