ათენში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნა.

0
1240

19 მაისს ათენში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე რომელიც ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციის სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ძალისხმევით მოეწყო ძირითადად წარმოდგენილია 1918-1921 წწ.-ს ისტორიული მოვლენების ფოტოები.

გამოფენა გახსნის დღესვე  მოინახულეს საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგენგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა  და ათენში მცხოვრებმა თანამემამულეებმა.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და ემიგრანტებს  მისი მონახულების საშუალება ექნებათ.