პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო...
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს , რომ გერმანიის გადაწყვეტილება ყველა სახმელეთო საზღვარზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია და „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“. „ჩვენ თხოვნით მივმართავთ სხვა ქვეყნებს, რომლებზეც გავლენას მოახდენს ბერლინის ეს გადაწყვეტილებები, რომ სასწრაფოდ გაიმართოს გერმანიის სახელმწიფოს ყველა მეზობელთან...
პარიზის მახლობლად ევროპელი პატრიოტების შეკრებაზე იტალიის ვიცე-პრემიერმა და პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ თავის გამოსვლაში მიგრაცია ევროპის „საფრთხედ“ შეაფასა და განაცხადა რომ : „ჩვენი შვილებისთვის საფრთხე არის არალეგალი მიგრანტების შემოსევა, ძირითადად ისლამისტების, რომლებიც ბრიუსელის ჩუმი თანხმობით არიან ორგანიზებულები და დაფინანსებულნი“, - განაცხადა მან ტრიბუნიდან და ევროპელ „პატრიოტებს“,...
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის თქმით, შსს მზადაა, დაეხმაროს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების...
ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნა დაახლოებით 40 ქვეყანაში იგეგმება. „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით...
რუსეთში აღსრულებული წმიდა თამარ აღმსარებლის წმიდა ნაწილები საქართველოს ეკლესიას გადაეცა.სქემ-იღუმენია თამარ მარჯანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე წმინდანად შერაცხა და მას ღირსი თამარ აღმსარებელი უწოდა. „ჩვენ ვითხოვდით მისი წმინდა ნაწილების გადმოცემას და აი, დღეს, 10 დეკემბერს, რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) და...
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ უგულავას დასაკავებლად მმართველმა გუნდმა არასწორი დრო შეარჩია. ინაშვილი მმართველ გუნდს კითხვითაც მიმართავს, თუ ასეთი "სტანდარტული, არართული" საქმის გამოძიებას გამოძიებას 7 წელს ანდომებს, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებს. "7 წლის მანძილზე...
ხაზარაძე-ჯაფარიძის ლელოს, რომელსაც ფრანგული სოციოლოგიური კომპანიის, „იპსოსის“ ბოლო კვლევის მიხედვით 2 პროცენტიანი რეიტინგი აქვს, მალე ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი შეუერთდებიან. მანამდე, მემარჯვენე ხაზარაძე-ჯაფარიძის რიგები უკვე შეავსეს მემარცხენეებმა და ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილმა წევრებმა.  მაგალითად: 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი...
პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მაისში ვარშავაში გაჩენილ ხანძარში ბრალდებული კოლუმბიის მოქალაქე...
"რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს - ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის, პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია ბატონი სიკოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ...