ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანიაში გამომცემლობა Galiani Berlin-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორია ტილმან შპრეკელსენი. ილუსტრაციებზე კატ მენშიკმა იმუშავა.პროექტის „მოგზაურობა რუსთაველის ნაკვალევზე“ ფარგლებში, გერმანული გამომცემლობის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციამ საქართველოს რეგიონებში შოთა რუსთაველთან დაკავშირებული გეოგრაფიული პუნქტები დაათვალიერა და შეისწავლა, რის შემდეგაც მოპოვებული მასალები გამომცემლისა და ტექსტის ავტორის მიერ დამუშავდა. ორიგინალ ტექსტზე დაყრდნობით,...
ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ, როგორც - ებრაულ, ისე ქართულ კულტურას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე...
  არაოფიციალური მონაცემებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დაახლოებით, 30 000 ქართველია. ისინი, ძირითადად, ბერლინში, მიუნხენში, შტუტგარტსა და ჰამბურგში ცხოვრობენ. მათ უმრავლესობას სტუდენტები, მეცნიერები, “Au pair” პროგრამის მონაწილეები შეადგენენ. გერმანიაში ჩვენი თანამემამულეების მიერ დაარსებული ქართული დიასპორული გაერთიანებები სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებენ. დიასპორული ორგანიზაციების მიზანია იქ მცხოვრები ქართველების შეკავშირება, მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება...
ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამართულ კონცერტზე დაუკრავს. მსოფლიოში აღიარებული 38 წლის ქართველი მუსიკოსი სოლისტის რანგში მიიწვიეს და ის სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ნობელიის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საკონცერტო საღამოს კარინა კანელაკისი უდირიჟორებს.
  განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ   საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის...
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით  2018 წლის 26 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით, ქ. ორჰუსში გაიმართება საქართველოს საელჩოსა და დანიის პლაკატების მუზეუმის ერთობლივი გამოფენა "ქართული ანბანი და ქართული აფიშები", ხოლო გამოფენა მიეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. გამოფენის ნაწილი დაეთმობა ქართული დამწერლობის სამ სახეობას და მის ისტორიას, ხოლო...
დავით კანდელაკთან ერთად ამერიკელი მამაკაციც არის მოკლული თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ში მოკლული ქართველი ექიმის, დავით კანდელაკის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველო დაფარავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi. გუშინ მოკლულის ახლობლებმა წერილი გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისთვის თანხა არ აქვს და მხარდაჭერას ითხოვენ. წერილი სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ინტერნეტ-მომხმარებლები თანხას აგროვებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა...
თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა. შესაბამისი ინფორმაცია ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების...
18 დეკემბერს  მიგრაციის საერთაშორისო დღეს, ათენში, სასტუმრო ,,ბესტ ვესტერნ კანდიაში“, საბერძნეთ- საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა ასოციაციის ეგიდით  „საბერძნეთში წლის ქართველი სტუდენტის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა,  2017 წლის გამარჯვებული შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით  ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე გახდა. რომელსც ჯილდო ასოციაციის პრეზიდენტ ლიკა ჯანელიძესთან ერთად საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა...