საბერძნეთში წლის ქართველი სტუდენტის ტიტული – თეონა ბერიძეს მიენიჭა

0
1637

18 დეკემბერს  მიგრაციის საერთაშორისო დღეს, ათენში, სასტუმრო ,,ბესტ ვესტერნ კანდიაში“, საბერძნეთ- საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა ასოციაციის ეგიდით  „საბერძნეთში წლის ქართველი სტუდენტის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა,  2017 წლის გამარჯვებული შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით  ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე გახდა. რომელსც ჯილდო ასოციაციის პრეზიდენტ ლიკა ჯანელიძესთან ერთად საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-მა იოსებ ნანობაშვილმა გადასცა.

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ :

1. დარეჯან ღამბაშიძე – ფილოლოგიის დოქტორი. დიასპორულ ორგანიზაციათა კოალიცია ,,ათენის ქართული სახლის” პრეზიდენტი.

2.დოქტ.  სუზი მიხაილიდუ – ის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი.

3.დოქტ. ავთანდილ მიქაბერიძე – ელინისტი. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ ,,კავკასიის”  დამაარსებელი და პრეზიდენტი ,

4. დოქტ.  რობერტ პეფანი – ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის წარმომადგენლობა.

5. ბექა აბულაძე – ფსიქოლოგიის მაგისტრი.  ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

6. ავთანდილ გიუნაშვილი – პროექტის ,, საბერძნეთში წლის სტუდენტის” და საბერძნეთ-საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი.

პროექტის 2017 წლის მხარდამჭერები იყვნენ: დიასპორულ ორგანიზაციათა კოალიცია  ათენის ქართული სახლი და კომპანია ,,გიუაანი”.

გამარჯვებული ამ საპატიო ჯილდოს მიღებას საკუთარ გვერდზე ამ სიტყვებით გამოეხმაურა: “წლის ქართველი სტუდენტი საბერძნეთში 2017” – ერთ-ერთი საუკეთესო ჯილდო, რომელიც დღემდე მიმიღია! 💝 ბედნიერი და ამაყი ვარ !
“Η Γεωργιανή φοιτήτρια της Χρονιάς στην Ελλάδα 2017” – ένα πολύ σημαντικό βραβείο από αυτά που έχω πάρει μέχρι σήμερα ! “