საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ასევე რეფერენდუმში.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ:
კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში...
გერმანიიდან დაბრუნებულმა იროდიონ მამუკაშვილმა სახელმწიფოს დახმარების თელავში საოჯახო სასტუმრო გააკეთა. სამშობლოში დაბრუნებულმა ყოფილმა ემიგრანტთმა მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამი ისარგებლა და თელავში საოჯახო სასტუმრო მისი საშუალებით გააკეთა. სასტუმრო რამდენიმე დღეში გაიხსნება და ზაფხულის სეზონიდან ტურისტებსაც უმასპინძლებს.
https://www.facebook.com/MraGovGe/videos/1717665448289145/?hc_ref=ARQ7dkyhkG67ob9OuCrhXSZZ5g95kfzTuSYiNa3rb3Qsbk45obn_ADMVAZO0rxQVo3Y&fref=nf
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ კვირას 3 ივნისს ქალაქ ათენში გამართავს შეხვედრას საქართველოდან წასულ მიგრანტებთან. ორგანიზაციის იურისტები დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე. ,,სიდა“ უფასო სამართლებრივ სერვისს სთავაზობს მიგრანტებს, როგორც კონსულტაციის გაწევის, ასევე სასამართლოში წარმომადგენლობის გზით.
მისამართი: ათენი . ახარნონი. აღრინიუს ქ. N 34 & ალკამენუს ქ. N 186. დასწრება თავისუფალია...
დრეზდენის ლტოლვილთა ბანაკში ჩაბარებულები პოლიციასა და სპეცნაზს რომ დაეხსხნენ თავს. 50-მა ლტოლვილმა გამათბობლების მოტეხვა და სამართლდამცველებზე დაშენა დაიწყო, ერთმა კი დანით დაცვის თანამშრომელი დაჭრა. გემახსოვრებათ.როგორც გაირკვა, ჩხუბი ქართველების გამო ატყდა.
კერძოდ კი, 17, 20, 27, და 42 წლის ქართველებს, რომელბიც ამ წუთას, დაკავებულები არიან, დაპირისპირება საცხოვრებელში მყოფ მუსლიმებთან მოუვიდათ, რომელშიც...
ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე. წლების წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ემიგრანტი ვიქნებოდი იტალიაში და რომში მომიწევდა ცხოვრება და თანაც ფრანგ გოგონასთან ერთად ერთჭერქვეშ. მარლინი საფრანგეთიდან იტალიაში ჩამოვიდა სასწავლებლად, წინაპრები იტალიელები ჰყავს,ასე რომ, ცოტა იტალიური იცოდა. ბინას ეძებდა და ჩვენ ქართველებმა შევიკედლეთ. როგორც დავინახე ჩემს შვილს მივამსგავსე და მაშინვე...
საქართველოს საელჩოს კოპენჰაგენში 18 მაისიდან ოფიციალურად ქალაქის ეკონომიკურ ცენტრში, კალვებოდ ბრიუგეს 45 ნომერში გადადის. ძველი შენობისგან განსხვავებით, ახალი სივრცე თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა და ქართულ იუსტიციის სახლსაც წააგავს.
დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის ინიციატივით, საელჩოს შიდა სივრცეში, თითოეულ კარს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დასახელება აქვს, რაც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს....
საკონსულო სამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა. კონსულტაცია გაეწევა როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. კონსულტაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კონსულტაციის მიზანია, დახმარება გაუწიოს მოქალაქეს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სრულად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზაცია და მარტივად გაიაროს ადაპტაცია.საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს მოქალაქეს გაუწიოს კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:
...
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით − 50 დოლარად. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აქცია არ ითვალისწინებს...
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. აღნიშნული მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან.
დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ. ავიარეისის დაგეგმვა საქართველოს შინაგან საქმეთა...
როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების დაბალი ათვისების საკითხით დაინტერესდა. მას შემდგომ რაც საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის...