რომელ ემიგრანტებს შეეძლებათ ხმის მიცემა უცხოეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

0
5003

საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ასევე რეფერენდუმში.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
  • ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან. – ნათქვამია ცესკოს საჯარო განცხადებაში.

(c) http://cesko.ge