საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქ. თესალონიკში, საბერძნეთი - საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მაისში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალურმა კონსულმა მუხრან გულაღაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტოებისა და საქართველოს ტურისტული...
2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტში 12 ივნისს საქართველოს შესახებ დებატებია დანიშნული.
პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.
დეპუტატები პირველ არხთან საუბარში აცხადებენ, რომ...
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ქართული დიპლომატიური მისია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს: ,, გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა არაკვალიფიციური ადამიანებისა და ორგანიზაციების მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის იურიდიულ დახმარების გაწევის შემთხვევები, რაც იწვევს მათი უფლებების დარღვევას და ართულებს მათთვის კვალიფიციური დახმარების აღმოჩენის პროცესს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ...
მთავრობა ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვა.
„შესაბამისად, მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით პრიორიტეტული როლი მიენიჭება...
საკონსულო სამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა. კონსულტაცია გაეწევა როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. კონსულტაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კონსულტაციის მიზანია, დახმარება გაუწიოს მოქალაქეს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სრულად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზაცია და მარტივად გაიაროს ადაპტაცია.საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს მოქალაქეს გაუწიოს კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:
...
ქართულ დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის წარმოჩინებაში არის მნიშვნელოვანი- კახა კალაძემ ეს განცხადება ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ გახსნისას გააკეთა.
ფესტივალი კი თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი შორეცმა გახსნეს და თბილისის მერმა ბელარუს ხალხს ფესტივალის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა: „ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს და ქალაქებს შორის არსებობს, არის...
საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, მცირე მთავრობის კონცეფციაა.
„მესამე პრინციპი ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად...
გერმანული ტელეკომპანია „მითელდოიჩერ რუნდფუნკმა“ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის რეადმისიის საკითხში არსებულ თანამშრომლობას ეხებოდა.
სიუჟეტში საუბარია, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისის ფონზე, საქართველო იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს ლტოლვილთა წარმოშობის ქვეყანასთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულება. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გერმანიის უწყებები სწრაფად ღებულობენ ამა თუ იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო...
როგორც ცნობილია COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას.
საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პრობლემის რეგულაციული მართვის და მოქალაქეთა ეფექტური დახმარებისთვის გარკვეული ქმედითი მექანიზმები შეიმუშავა. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი...
ყველაზე გენდერულად დაბალანსებული მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა ახალმა პრემიერმა.17 მინისტრიდან 11 ქალია.
პედრო სანჩესის მთავრობა - ესპანეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში 11 ქალი და 6 კაცია
პედრო სანჩესმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უკვე დააკომპლექტა.
წინა ხელისუფლებისგან და ევროპის არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ესპანეთის ახალ მთავრობაში გენდერული ბალანსი არ დარღვეულა. 11 მინისტრი ქალი და 6 მინისტრი კაცი...

































