ელექტრონული განაცხადი რომელიც უცხოეთში მყოფმა სამშობლოში დაბრუნების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ უნდა შეავსოს

0
2648

როგორც ცნობილია COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას.

საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პრობლემის რეგულაციული მართვის და მოქალაქეთა ეფექტური დახმარებისთვის გარკვეული ქმედითი მექანიზმები შეიმუშავა. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების აღრიცხვა და ერთიანი ბაზის შექმნაა ვისაც სამშობლოსი დაბრუნება სურს . სწორედ აქედან გამომდინარე მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ახდენენ ადგილზე მყოფი მოქალაქეების აღრიცხვას, მათი ადგილსამყოფელის, საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეკრებას.

საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა შეავსოს და ელექტრონული ფორმით განაცხადი ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით .

მაგალითად:

  1. საბერძნეთის რესპუბლიკაში –http://www.greece.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2707&lang=1
  2. საფრანგეთში – http://www.france.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2687&lang=1
  3. თურქეთში- http://www.turkey.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2694&lang=1
  4. ესპანეთის სამეფოში – http://www.spain.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2708&lang=1
  5. ისრაელის სახელმწიფოში – http://www.israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2689&lang=1
  6. იტალიაში- http://www.italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2688&lang=1
  7. კვიპროსის რესპუბლიკაში – http://www.cyprus.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2718&lang=1
  8. პოლონეთში –http://www.poland.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2691&lang=1