2 მარტს ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტის“ დისტანციური ფორმატის ფარგლებში, პარლამენტის ვიცე -სპიკერი ქალბატონი ნინო წილოსანი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჭიჭინაძე ათენში ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ემიგრანტებმა პარლამენტის წევრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს ჯანდაცვის, სოციალურ და საქველმოქმედო საკითხების ირგვლივ რაც ხორციელდება საქართველოსა და ქართული დიასპორებისთვის მსოფლიოში. ონლაინ შეხვედრაზე პროექტის მოდერატორის ნანა თევდორაძის მიერ წარმოდგენილი იყო ქართული დიასპორის საქველმოქმედო არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს თანამემამულეთა დახმარებას მიმიდინარე 2025 წლის მანძილზე. ასევე გამოითქვა მზაობა გურიის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ემიგრანტების ჩართულობით განხორციელებულ იქნას საქველმოქმედო ღონისძიებები დაზარალებულებისთვის.
შეხვედრას დიპლომატიური წარმომადგენლობის მხრიდან ესწრებოდა საქართველოს კონსული ათენში მამუკა ჯამბაზიშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა.
შეხვედრის ბოლოს ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა თევდორაძემ დედის დღესთან დაკავშირებით დამსწრე ემიგრანტ ქალბატონებს საჩუქრები გადასცა.
წყარო : ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი.