27 თებერვალს ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქე დაადეპორტეს

0
191
Garda National Immigration Bureau Operation - Thursday 27th February 2025

27 თებერვალს ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა , რომლის ხარჯიც ირლანდიის მთავრობის განცხადებით 102,476 ევროს შეადგენდა, დუბლინის აეროპორტიდან დეპორტირებულებს თან ახლდნენ დეპორტაციაზე პასუხისმგებელი ოფიცრები, სამედიცინო პერსონალი, თარჯიმანი და ადამიანის უფლებების დაცვის დამკვირვებლები.

ირლანდიის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით გასული წლის ნოემბრამდე 1792 დეპორტაციის ორდერი გაიცა , რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 140%-ით არის გაზრდილი , ხოლო ირლანდიიდან იძულებითი დეპორტაციის რიცხვი 165%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2024 წელს ირლანდიის მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ისეთ სერვისებზე, რომლებიც მიზანმიმართული იქნებოდა დეპორტაციისთვის საჭირო ფრენებზე და ფოკუსირებული იყო უშუალოდ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაჩქარებულ დამუშავებასა და გადაწყვეტილების ეფექტურ მიღებასთან დაკავშირებით.

წყარო: irishexaminer.com