უსაბუთო ემიგრანტებისთვის ქორწინების აკრძალვის პრეცედენტი ევროკავშირში ბოლო ეტაპს ელის, კერძოდ ევროკავშირის წევრი და ერთ -ერთი ლიდერი ქვეყნის საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უსაბუთო მიგრანტების ქორწინებას კრძალავს, სანამ მათი სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
კანონპროექტის ავტორები ამ ნაბიჯით ფიქტიური ქორწინებების წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლით ასაბუთებენ , თუმცა კანონის მიღების მოწინააღმდეგეები აცხადებენ რომ ქორწინების უფლების შეზღუდვა ადამიანის უფლებებს არღვევს. კანონპროექტის კანონად ქცევას საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მხარდაჭერა ესაჭიროება, სადაც შესაძლოა საჭირო ხმები ვერ მიიღოს.
მიგრანტების უფლებადამცველთა ერთი ნაწილის აზრით, ეს აკრძალვა ეწინააღმდეგება როგორც საფრანგეთის კანონებს, ისე ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას.
მომხრე სენატორების და ფრანგი კანონმდებლობის აზრით მიგრაციის პრობლემის მოგვარებისთვის კანონი მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ის ზოგად ევროპული პრაქტიკისთვის გახდება მნიშვნელოვანი ინიციატივა , განსაკუთრებით კი ევროკავშირის საზღვრებში ბოლო პერიოდში ზრდადი ფიქტიური ქორწინებების თავიდან ასაცილებლად . ფრანგული მაუწყებლის TF1-ის მიხედვით, 2020-2022 წლებში მხოლოდ საფრანგეთში ფიქტიური ქორწინების გზით ლეგალური დოკუმენტების მიღებისთვის 400-ზე მეტი ფიქტიური ქორწინების შემთხვევის ფაქტის გამოვლენა მოხდა , ხოლო 2019 წელს 550 ქორწინება იქნა გამოვლენილი და ანულირებული.
წყარო: https://schengen.news