საქართველოს მთავრობა საბერძნეთთან ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის

0
4889

საბერძნეთთან ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის -ამის შესახებ განცხადება დღეს საბერძნეთში ემიგრანტების უფლედამცველი და დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი აცხადებს: ,,მაქვს ძალიან პოზიტიური და დამაიმედებელი ახალი დადასტურებული ინფორმაცია. საქართველოს მთავრობამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ემიგრანტებისთვის ძალიან სასარგებლო , დიდი ბენეფიტის მომტანი ნაბიჯი – განაცხადა მან.

– იმ ფონზე, როდესაც საბერძნეთის მთავრობა ცდილობს არალეგალურ მიგრაციას ებრძოლოს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყნის – საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის პრობლემები აღმოფხვრას, დასაქმების ბაზარი ლეგალურ მართვად ჩარჩოებში მოაქციოს, რაც მიგრაციის მინისტრ ვორიდისის საკმაოდ მკაცრი ტონით გაკეთებული განცხადებების ფონზე გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ჩვენს თანამემამულეებში გვაქვს ძალზედ დამაიდებელი და საყურადღებო ფაქტობრივი ნაბიჯი , ვინაიდან ამ პერიოდში და ამ პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო უდიდეს მნიშვნელობას იძენს საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის – დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან დასრულდა და მომზადდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება საბერძნეთთან ცირკულარული შრომითი მიგრაციის შესახებ.

ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით : ,,მინისტრ მიხეილ სარჯველაძის მიერ წარდგენილმა ხელშეკრულებამ სრული მხარდაჭერა მიიღო საქართველოს პარლამენტის მხრიდან და საკომიტეტო განხილვაზე სახელისუფლებო გუნდის საპარლამენტო ლიდერებმა ზაზა ლომინაძემ და ლევან მახაშვილმა აქტიურად იმუშავეს, რომ პროცესი ქმედით ფაზაში გადავიდეს და მოხდეს მისი რატიფიცირება – ანუ ეს ნიშნავს- საბერძნეთში მეტ ლეგალ საქართველოს მოქალაქეს , რომელსაც ექნება ღირსეული შრომითი პირობები ! აცხადებს ავთანდილ გიუნაშვილი.

მისი შეფასებით – საქართველოსა და საბერძნეთს შორის ცირკულარული შრომითი მიგრაციის შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერა რეალურად იქნება ახალი ეტაპი ორ ერე შორის თანამშრომლობის და ისტორიული მეგობრობის თანამედროვე და ეპოქალური სოციალ-ეკონომიკური აქტი, რომელიც კონკრეტულ ბენეფიტებს შექმნის როგორც ქართული ოჯახების ასევე ბერძენი ხალხისთვის , მისივე თქმით ამის ამის კარგი მაგალითია 2024 წელს შსს და საბერძნეთის ტრანსპორტის სამინისტროს შორის ხელმოწერილი და უკვე ორმხრივად რატიფიცირებული ხელშეკრულება.