2025 წელს საბერძნეთმა გამოცხადებული 89 000-ზე მეტი კვალიფიციური მუშაკის მოსაზიდად გამოცხადებული ვაკანსიების მხოლოდ 46.7 % ის მოზიდვა და დასაქმება შეძლო.
საბერძნეთის მიგრაციის სტრატეგიული პოლიტიკის გეგმის მიხედვით ვაკანსიები ძირითადად უნდა გადანაწილებულიყო სეზონურ და მაღალკვალიფიციური დასაქმების სფეროებში, სადაც პროფესიონალთა საჭირო რაოდენობა 89 290-მდე იყო განსაზღვრული, რეალურად კი შრომით ბაზარზე მხოლოდ 41 670 პოზიცია შეივსო , ხოლო 45 670 ვაკანტური პოზიცია კვლავ ცარიელი რჩება, საიდანაც დაახლოებით 2 000 ვაკანტური სამუშაო ადგილი მაღალკვალიფიციურ დასაქმებას ეხება.
ბერძნული მედიის ცნობით, თუ სულ მცირე საბერძნეთის შრომითი ბაზარი 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით დამატებით 3 000 უცხოელი მუშაკის დასაქმებას მხოლოდ ინდუსტრიულ წარმოებაში საჭიროებს . მუშახელის დეფიციტს განიცდის ასევე ძირითადად კვების მრეწველობა, ზეთისხილის და ყველის ქარხნების წარმოებები და ა.შ. სადაც მინიმალური სტატისტიკიტით 1 430 ვაკანსიაა ამჟამადაც.
გარდა ამისა, ხელმისაწვდომი 2 500 პოზიცია ელოდება სპეციალისტების დასაქმებას ჯანდაცვის და ხანდაზმულთა თავშესაფრების პერსონალის მხრივ.
მიუხედავად იმისა რომ საბერძნეთს 2025 წლისთვის მიღწეული ქონდა შეთანხმება ინდოეთთან ქვეყანაში დამატებით დაახლოებით 50,000 ინდოელი მუშახელის ვაკანტურ ვაკანსიებზე სეზონური დასაქმების გეგმა , რის საფუძველზეც განსაზღვრული და დაგეგმილი ქონდა რომ შრომის ბაზარზე დეფიციტი და ვაკანტური ადგილები არ დარჩებოდა , მუშახელის დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება.
წყარო: https://schengenvisainfo.com/news/greece-secures-just-25-of-needed-foreign-workers-for-2025/