1 დეკემბრიდან სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ინიშნება

0
353

1 ელი დეკემბრიდან თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს. აღნიშნული განრიგი 30 დეკემბრის ჩათვლითაა აქტიური. Turkish Airlines-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს აეროპორტ “სტამბოლიდან” ( IST ) განახორციელებს.

უფრო კონკრეტულად კი რეისები შემდეგი გრაფიკით შესრულდება:

სტამბოლი-თბილისი – ყოველ სამშაბათს, შაბათს და კვირას, ხოლო თბილისი-სტამბოლი კი – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, კვირას.

დღეისათვის Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ასრულებს რეისებს, საიდანაც ნაწილი მხოლოდ გამყვანი რეისია.