ავთანდილ გიუნაშვილი – საბერძნეთში მართვის მოწმობების აღიარების და გადაცვლის შესახებ სიახლე საელჩოს განცხადებით უნდა დადასტურდეს

0
704

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საბერძნეთში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების საყურადღებოდ გვსურს განვაცხადოთ რომ , რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა და თითქოს უკვე შესაძლებელია აღიარებისა და გაცვლისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა შესაბამის უწყებებში არის რბილად რომ ვთქვათ წინსწრებად გაკეთებული განცხადებები.

მინდა საზოგადოებას და ჩვენს ემიგრანტებს შევახსენო რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმების ინიციატორი 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლება იყო, რომლის დავალებითაც საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა არაერთი ვიზიტის თუ შეხვედრის დროს უდიდესი შრომა გაწიეს, რომ პროცესი იმ ეტაპამდე მისულიყო რასაც მართვის მოწმობების პრაქტიკულ ნაწილზე მიყვანა მოიცავს.

მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ პირველად ეს საკითხი ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა გაახმოვანა , შემდგომ საქართველოს მთავრობის დავალებით ელჩმა დავით დონდუამ არაერთი შეხვედრა გამართა საბერძნეთის შესაბამის უწყებებთან, 2024 წლის 26 სექტემბერს კი საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრ ხრისტოს სტაიკურასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის ძალითაც განისაზღვრა იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები და ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან ურთიერთ აღიარებას და გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E . 2025 წლის 8 აპრილს კი საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”.

წლის 11 ივნისს საბერძნეთის მთავრობამ გამოსცა შესაბამისი დებულებები, რისი მიხედვითაც საბერძნეთის შესაბამისმა ქვეუწყებებმა უნდა მოახდინონ მართვის მოწმობების აღიარების და გაცვლის კონკრეტული პროცედურები, რომელიც ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ პირველი ეცნობება პროცესის მეორე მხარეს ანუ საქართველოს მთავრობას .

აღნიშნულის შესაბამისად საზოგადოებას მარტივად შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმებობების აღიარების ანდა გადაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურების პრაქტიკული ნაწილის დაწყება პირველს ეცნობება საქართველოს მთავრობას და პირველი ვინც საზოგადოებას აცნობებს და დაუდასტურებს ოფიციალურად იქნება საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს წარმომადგენლობა ანუ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო.

შესაბამისად მინდა საზოგადოებას მოვუწოდო დაელოდონ საქართველოს საელჩოს ოფიციალურ განცხადებას საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმებობების საბერძნეთში და საბერძნეთის სახელმწიფო უწყებების მიერ აღიარების ანდა გადაცვლის პროცედურების დაწყების შესახებ.” – ნათქვამია ავთანდილ გიუნაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.