5 ივნისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში იოსებ ხახალეიშვილმა, გაცნობითი შეხვედრა გამართა მალოპოლსკის სავოევოდოს მარშალთან ლუკაშ სმილკასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მალოპოლსკასა და საქართველოს რეგიონებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და გაცვლით ვიზიტებს ბიზნესის და განათლების სფეროში, ასევე აჭარისა და მალოპოლსკას რეგიონების მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს.
მარშალმა გამოთქვა სრული მზადყოფნა პოლონურ- ქართული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებისა და ხელშეწყობისათვის.