საქართველოში უსაბუთო ემიგრანტების დამსაქმებლებისთვის ჯარიმებს ითხოვენ

0
665

საქართველოში უცხოელის არალეგალურად დასაქმებისთვის 10 დან -20 ათას ლარიანი ჯარიმის დაწესების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით: საქართველოში დამსაქმებლის მიერ, იმ იმიგრანტის (უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი) დასაქმება, რომელსაც არ აქვს კანონით გათვალისწინებული დასაქმების უფლება, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო წინადადების ავტორების განმარტებით, ამ ცვლილების მიზანია დამსაქმებლების პასუხისმგებლობის მკაფიოდ განსაზღვრა, წესების დარღვევით დასაქმების ფაქტებზე.

ინიციატივის ავტორების არგუმენტებით ცვლილებების შედეგად, შემცირდება არალეგალურად დასაქმება, წახალისდება ლეგალური შრომითი უფლებები, იმიგრანტთა შრომითი უფლებების უკეთ დაცვა მოხდება, ამასთან, გაიზრდება კანონის მიმართ ნდობა და სახელმწიფოს ავტორიტეტი.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ავტორები ა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კახაბერ ძაგანია, ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი და დოქტორი ხათუნა საგინაშვილი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტი არჩილ გურგენიძე არიან.